სხვა

16:04 | 31.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა კურსები ტაეკვანდოში

რამდენიმე დღეა თბილისში დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში ტაეკვანდოში ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები იმართება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით და სეოკ-ის დაფინანსებით ტარდება. ცნობისთვის, ანალოგიური სემინარები აპრილში ფარიკაობაშიც ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისში მაღალი დონის კორეელი სპეციალისტი ჰეო სუნგ ჩაე მოავლინა, რომელიც მწვრთნელებისთვის თეორიული მეცადინეობების გარდა, ახალგაზრდა სპორტსმენებს პრაქტიკულ ვარჯიშებსაც უტარებს.
”როდესაც შევიტყვე, რომ ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გათვალისწინებული სემინარები ჩემთვის უცხო ქვეყანაში უნდა ჩამეტარებინა დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მაინტერესებდა თუ რამდენად პოპულარულია და როგორ არის განვითარებული ტაეკვანდო საქართველოში.
მინდა გითხრათ, რომ ნანახით კმაყოფილი დავრჩი. მწვრთნელებიც და ათლეტებიც მონდომებულნი არიან უფრო საფუძვლიანად დაეუფლნონ სპორტის ამ სახეობის არსს. რაც მთავარია სპორტსმენებში დიდი პოტენციალი შეინიშნება და ჩემი მიზანიც თქვენთვის ტაეკვანდოს წინსვლაში ხელის შეწყობაა” – განაცხადა კორეელმა სპეციალისტმა.
“საქართველოში მწვრთნელთა გადამზადება წლებია არ მომხდარა, ამის გარეშე კი ნებისმიერი სპორტის სახეობის წინსვლა გამორიცხულია. სეოკ-ის მხარდაჭერით, თბილისში ტაეკვანდოს უმაღლესი კვალიფიკაციის კორეელი სპეციალისტი იმყოფება, რომელიც თავის უდიდეს გამოცდილებას ჩვენს მწვრთნელებსა და სპორტსმენებს უზიარებს. სულ, საქართველოს მასშტაბით, სემინარში რამდენიმე ათეული მწვრთნელი მონაწილეობს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სეოკ-ის ხელმძღვანელებს, რომ გამოიჩინეს კეთილი ნება და გვერდში გვიდგანან” – აღნიშნა ტაეკვანდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბადრი მაისურაძემ.
მომდევნო მწვრთნელთა კურსების ჩატარება ივლისში ჩოგბურთში იგეგმება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163525