საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საიუბილეო, რიგით მეათე შესარჩევი ციკლი დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში, დაწყებული 1994 წლის 7 სექტემბერს მოლდოვასთან ცალკარაში წაგებული საშინაო მარცხიდან, ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრებში თორმეტმა სხვადასხვა მწვრთნელმა უთავკაცა. ამ თორმეტიდან 5 უცხოელი გახლდათ.
გვყავდა "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ"-ის მთქმელი იოჰან ბოსკამპი; დროებით, 2 მატჩით მოსული ხორვატი ივო შუშაკი; მერაბ ჟორდანია-მიშელ პლატინის ურთიერთობით დანიშნული ფრანგი ალენ ჟირესი, რომელმაც შემდეგ მშვენიერი შედეგი აჩვენა აფრიკულ ნაკრებებში; დიდი ზარ-ზეიმით მოყვანილი კლაუს ტოპმიოლერი, რომელსაც საქართველოდან წასვლის შემდეგ, ფეხბურთში აღარ უმუშავია და მშობლიურ რივენიხში ვენახს უვლის; საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ შემდეგ აშკარად სამწვრთნელო კრიზისში მყოფი არგენტინელი ექტორ კუპერი.
გადავხედეთ ამ ხუთივე მწვრთნელის სტატისტიკას ნაკრებში და თავად განსაჯეთ – ერთად აღებულ ხუთივე უცხოელს საქართველოს ნაკრების ოფიციალურ მატჩებში, ჯამში მხოლოდ 5 მატჩი მოუგიათ. მხოლოდ 5. ბოსკამპი და კუპერი სულაც გამარჯვების გარეშე წავიდნენ საქართველოდან.
ამ 5 მწვრთნელს ერთი საერთო ჰქონდა: საქართველოში ჩამოსვლამდე, ნაკრებში საერთოდ არ უმუშავიათ. ეგებ, ესაა მიზეზი მათი მკვეთრად ცუდი შედეგებისა? მათ კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა (განსაკუთრებით, კუპერისა და ტოპმიოლერისა), უაზრობაა. მაშ, ან ნაკრებში მუშაობის გამოცდილების არქონაა მიზეზი, ან უცხო გარემოსთან და საფეხბურთო სტილთან შეუჩვევლობა, ან უსუსტესი ფეხბურთელების ბირთვი, ან თავად მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცოტა ნიჰილისტური დამოკიდებულება. კიდევ შეიძლება მიზეზების ჩამოთვლა, მაგრამ ესენი მაინც უმთავრესია.
კუპერმა სულაც "სამშაბათობა" დანერგა, რომლის შემხედვარე მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა: "ნახეთ, რას ვასწავლი ფეხბურთელებს. უბრალო რამ არ იციან". იქიდან დაიწყო და დღემდე მოდის აზრი, რომ "ფეხბურთელები არ გვყავს". ამის ძახილით სრულ პასუხისმგებლობას ვარიდებთ მწვრთნელებსა და ფეხბურთის ფედერაციას.
ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის, თუმცა ჯერ უცნობია, ის უთავკაცებს თუ არა მომდევნო შესარჩევში. ნოემბრის შუა რიცხვებში ქეცბაიასა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება და იმსჯელებენ განვლილ შესარჩევზე, სამომავლო გეგმებზე. ჯერჯერობით, ქეცბაიას დარჩენა-არდარჩენის თემა ღიადაა.
საკითხი, ქართველი უნდა იყოს მწვრთნელი თუ უცხოელი, ვფიქრობთ, არასწორადაა დასმული. მთავარია გეგმიური ხაზი – როგორ აპირებს მწვრთნელი მუშაობას, რამდენად ესადაგება ქართული ფეხბურთის სტილსა და ხედვას. თუ "ფეხბურთელები არ გვყავს" უნდა იძახოს, მაშინ რა აზრი აქვს წყლის ნაყვას?
თორმეტივე მწვრთნელის სტატისტიკა ოფიციალურ მატჩებში:
ალექსანდრე ჩივაძე 18 7 2 9 21:23 23 ქულა
დავით ყიფიანი 6 3 1 2 7:6 10
ვლადიმერ გუცაევი 5 1 1 3 3:9 4
იოჰან ბოსკამპი 5 0 1 4 5:9 1
დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი 5 1 0 4 6:10 3
ივო შუშაკი 2 1 0 1 1:2 3
მერაბ ჟორდანია 3 1 0 2 5:6 3
ალენ ჟირესი 7 1 2 4 10:16 5
გაიოზ დარსაძე 5 1 1 2 4:9 5
კლაუს ტოპმიოლერი 12 3 1 8 16:19 10
ექტორ კუპერი 10 0 3 7 6:18 3
თემურ ქეცბაია 18 3 6 9 10:19 15
ქართველი: 60 17 12 31 56:82 63
უცხოელი: 35 5 7 24 38:64 22
მთლიანად ნაკრებს აქვს ჩატარებული შესარჩევის 88 მატჩი: მოიგო 22, ფრედ დაასრულა 19 და წააგო 55. ბურთების შეფარდება – 94:146.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ილია(სტატიის ავრორი),არ იყო კუპერის "სამშაბათობის" დანიშნულება -"ნახეთ, რას ვასწავლი ფეხბურთელებს. უბრალო რამ არ იციან"- სინამდვლეში მართლა ბევრი არ გაეგებოდათ ფეხბურთელებს, მაგრამ ექტორას "სამშაბათობის" მთავარი მიხანი, ფეხბურთელების კლასის, მოტივაციის და კონკურენციის ამაღლება იყო.. მე პირადად ვესწრებოდი (ფეხბურთის გულშემატკივარის სტატუსით) სამშაბათობებს და ნაკრების ვარჯიშებს.... კუპერზე მაგარი პროფესიონალი (ვგულისხმობ საქმის მიმართ დამოკიდებულებას) ჩვენ არ გვყოლია...უბრალოდ სუდ დროს მოუწია მუშაობა და სუფთა "ქართულად" გაუჩალიჩეს...
))
ბოსკამპი იყო "მართალი" კაცი...რა არ ვიცით ჩვენი მენტალიტეტის მინუსები?? რამდენ ახალგაზრდას დამსახურებულად გაუხსნა გზა?
რაც შეეხება ჩემს პოზიციას ქეცბამ დისციპლინა დანერგა დალშე ბევრი კითხვებია... (სეზონის წინ უნდა გამოაცხადოს ვინც ნაკრების თამაშს ცხოვრებაში პირველ ადგილზე არ აყენებთ მითხარით საერთოდ არ გამოგიძახებთოო არ მოსულა ცოლი მომყავს დაჟე მამა და მამიდა მომიკვდა და ასეთი აპრავდანიები...)
ნაკრების მწვრთნელი უნდა ესწრებოდეს ნაკრების კანდიდატების თამაშებს აქაც და ნიკარაგუაშიც.. დანერგოს სამშაბათობის სტილის ვარჯიშები და მოამზადოს ფეხბურთელები (არ გვინდა ეხლა კლუბის საქმეა და მასეთები.. რომელი ქართული კლუბი იტყვის ჩემი გასაყიდი ფეხბურთელის ნაკრებს კანდიდატობაზე უარს..) მოკლედ სათქმელი და დასაწერი ბევრია ადმინ გააკეთე საიტზე "ფორუმი"
ცდილობთ პასუხისმგებლობა აარიდოთ ქეცბაიას რა აზრი აქვს ვინ იქნება მწვრთნელიო რო იძახით ზუსტადაც რო აქვს და თუ არ გვყავს ფეხბურთელები ნამუსი უნდა ეყოს და მილიონები არ ჩაიდოს ჯიბეში თუ მაინც ვერ ხედვას პერსპექტივას ადგეს და წავიდეს
ვინც არ უნდა მოიყვანო, ამ ფეხბურთელებით ჯგუფიდან ვერ გაგიყვანს. ვერც დეკ ბოსკე, ვერც კაპელო და ვერც ლიპი.
საუბარია აქ რომ შეიძლება 6 გუნდია ჯგუფიდან ყველაზე კარგ და სასწაულ შემთხვევაში მესამეზე გავიდეთ, მაგრამ ეგ სასწაულიც არ დადგება.
მწვრთნელებზე გაცილებით დიდი პრობლემა ფეხბურთელებშია. ნებისმიერი ევროპული გუნდი ერიდება აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელის აყვანას, იმიტომ რომ იციან რომ 95% უკეთესი ხელფასის შემოთავაზების შემთხვევაში რუსეთში ან უკრაინაში წავა და ფეხბურთის კარიერას მეორე პლანზე გადაწევს. შოულობენ თვეში 5 ათასით მეტს რუსეთში და ინადგურებენ კარიერას. ვითი უნდა ითამაშო ფეხბურთი? 60 წუთის მერე არცერთ სირბილის თავი კი არა, მოედანზე ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლიათ რა მწვრთნელი პრობლემაზეა ლაპარაკი.
ჟინზე, ჯიგარზე, სამშობლოს სიყვარულზე, მონდომებაზე, პროფესიონალიზმე, ნაკრების ფორმის ტარების პატივზე და ასე შემდეგ აღარც მაქვს ლაპარაკი.
გეთანხმები მეგობარო, ანალიზში...

ვაიფეხბურთელებს გაუდოთ ანალში
ადმინ შენ თუ გეზარება ნახვა მე დაგიდებ სწორ ცხრილს.რა ბურთების შეფარდება გიწერია ტორპედოზეstripslashes((strlen('http://gff.ge/standings.aspx')>0?' http://gff.ge/standings.aspx':' http://gff.ge/standings.aspx'))
ტორპედო რა შუაშია?
ხალხო რიტ ვერ გაიგეთ არავითარი მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ შრომა და ვარჯიში რომელიც ჩვენ ქართველ ხალხს გვეზარება. ელემენტარული დიეტას ვერ იცავენ ცხვრებივით დარბიან იმ სტადიონზე და 15წუტის მერე ენა გადმოგდებულები არიან და რა ფეგბურთზე ვლაპარაკობთ ფიზიკურობა 0 გვაქვს. სხვა დანარჩენზზე ლაპარაკი არ მაქვს(((((((((((((((((((((((((((((სამარცხვინოა რაა
96 ტამაში ჩაატარა ნაკრებმა ოფიციალური ანუ შესარჩევებში და არა 88 და აქედან წააგო 55 მოგება გვაქ 22 და ფრე 19 ბურთების შეფარდება 96-148-ზეა
stripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/51016-qmark-stariq-afrikelebis-kidev-erthi-gundi-saqarthveloshi.html?add=1&start=10#comments')>0?'http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/51016-qmark-stariq-afrikelebis-kidev-erthi-gundi-saqarthveloshi.html?add=1&start=10#comments':'http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/51016-qmark-stariq-afrikelebis-kidev-erthi-gundi-saqarthveloshi.html?add=1&start=10#comments'))
სტატია დიდი ვერაფერია მარა კომენტარები წაიკითხეთ რა დღეშია ძველოი დინამოელის შვილი
უცხოელებს კატასტროფული სტატისტიკა აქვთ ....
88 მატჩიდან 55 წააგეს...
ზოგადად საქართველოს ნაკრებს დამოუკიდებლობის დღიდან რაღაც ჭირს მაგრამ დღემდე ვერ გავიგე რაჭირს
გაგა24 სწორი ხარ რო იძახი პროფესიონალი ფეხბურთელების ნაკლებობაა გუნდში და მემგონი ყენიაზე საკამათო არაფერია ეგ ბიჭი არ უნდა იყოს ნაკრებში და მორჩA. სიონიდან გამოგდებულ ბიძამისს ისიც ვერ გაუგია მაგის დისშვილი მატაა თუ იოზილი. ასათიანიო რო იძახით მოსკოვს იქით აღარ უნდა წასვლა და რატო უნდა ათამაშოს. ბევრი იძახის დვალიშვილს პასის მიმცემი არავინ ყავსო რავიცი ძიუბას მემგონი ჩემი პასებით არ გააქვს გოლები როსტოვში
დვალიშვილი სხვა სტილია, ძიუბა კი უფრო ფიზიკურად ძლიერი და მოძრავი ფორვარდია...
სტილებში დიდი განსხვავება არაა და 5 თუ იმას მისცა მისცეს 1 ამას პოლონეთში ლადოს ძაან ხშირად გააქვს გოლები და ძაან მიხარია იმედია ნაკრებშიც გაიტანს. და ანანიძის საგოლე პასები ნაკრებში გახსოვთ ვინმეს?
ისე აქ შედეგებზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ მოდი აბა ვთქვათ ჩივაძეს და ყიფიანს რომელი ფეხბურთელები ყავდა და ქეცბაიას რომლები ყავს
1) ჩვენი ნაკრების პირველი პრობლემა ეხლა არის თავდამსხმელი, ვინ გვყავდა მაშინ??
შ.არველაძე, ა.არველაძე, ყაველაშვილი(1971), იაშვილი(1977), დემეტრაძე(1976), აშვეთია(1977), ჯანაშია(1976)... ეს ვინც გამახსენდა მაგრამ ამათი დონის ვინ გვყავს ეხლა??
2) პლიუს გვიჭირს ცენტრალური ნახევარმცველი ვინც თამაშს დაალაგებს ან ბურთს ამოიტანს, ვინ ყავდათ ყიფიანს და ჩივაძეს?? ქინქლაძე, ჯამარაული, ცქიტიშვილი, კობიაშვილი, მუჯირი, ქეცბაია, ნემსაძე და ასათიანიც ნახევარდაცვაში იყო...
დღევანდელ ნაკრებში შეგიძლიათ თქვათ ფეხბურთელი ვინც საშუალოდ სეზონში 10გოლს იტანს(დვალიშვილის გარდა), ან ათ საგოლე გადაცემას აკეთებს?? ან ისეთი ვინც ბურთს დაიჭერს და თამაშს დაგილაგებს??
ნაკრებში შეიძლება ქეცბას დააბრალო მაგრამ კლუბში მაინც რო აკეთებდეს მაგას...
ფეხბურთელები არ გვყავს აბა რაა თორე იმ ტრენერებს რაც გამოვიცვალეთ ( გინდათ ტოპმიოლერს გინდათ კუპერს გინდათ ჟირესს0 კარგ ფეხბურთელებთან ერთად ნორმალური თამაშის ცვენება შეუძლიათ. ამთმა აბა რა უნდა ითამაშონ ეხლა ვინც გვყვანან ნაკრებში?ტიპებმა ბურთის მიღება არ იციან ,ოდნავ პრესინგი მეტოქის მხრიდან და იბნევიან ეგრევე დიდი დიდი უკან ბურთის დახევა მოახერხონ,ერთი ერთზე წინ კაცი როცა უდგათ ერთი კაცის მოტყუებაც კი არ შეუზლიათ ,კარში სწორედ დარტყმა და გატანა არ შეუძლიათ აი რომ თქვა რომ გამტანი თავდამსხმელი გვყავსო ,პირველი ტაიმისი მერე იღლებიან ეგრევე, ერთი გოლი თუ გაუშვით ფსიქიკურად ინგრევიან და აღარ ვარგიან ხოლმე,ესაა ფეხბურთელებიი?აი უნდა აიყვანო 6 წლის პატარა ბიჭები და სპეციალურად უნდა გაზარდო ნაკრებისათვის 18 წლამდე ცდა კი მოგვიწევს მაგრამ როცა დაიზრდებიან ითამაშებენ მაინც რამეს .ამათმა თაობამ იმედი გამიცრუა ,არამგონია ამათმა რამე ხეირიანი ქნან ეეჰ ვაიმე ჩემო საქართველო ვინების ხელში ხარ? ის რაც ინგლისში დაიბადა და ბრაზილიაში გაიზარდა საქართველოში მოკლეს ( საუბარი მაქვს ფეხბურთზე)
ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანა და ქვეყანას თუ ვერა ფეხბურთს მაინც გადავარჩენ!
ჩვენი პრობლემა ამ ეტაპზე არა მწვრთნელი არამედ პროფესიონალი ფეხბურთელების არ ქონაა და მორჩა ამაზე ბაზარი! სამი ან ოთხი კაცია ნაკრებში რო იმსახურებს თამაშს!
რუსული ფონ-ი ან ლიგა სტავოკ თუ იცით თბილისში?
მალაიზიის ტოტალიზატპრის საიტები ტუ ვინმემ იცის დამიცერეტ.ცინასცარ მადლობა
არცერთ მწვრთნელს ქულების 50%-ზე მეტი არ აუღიათ!!!სამარცხვინო შედეგია!!!სამარცხვინო!ამას როგორ წარმოვიდგენდი,როცა 82-ის მუნდიალის დროს ,გამწარებული ყიფიან და გუცაევი რომ არ წაიყვანეს,ვოცნებობდი ფანტაზიებში(აბა სსრკ იმპერიის დანგრევას ვერ წარმოვიდგენდი)-ნეტავ დამოუკიდებელნი ვიყოთ და აუ რა ნაკრები გვეყოლებოდა?!და ეს რა შედეგებს დებენ დაწყებული პირველი დღიდან!!!ალბათ მაშინ რაღაც სასწაული დამთხვევა მოხდა,როცა ერთდროულად სამი გენიოსო მოგვევლინა ქართველებს ახალკაცის,ჩივაძის და ყიფიანის სახით!!!გენიოსები და პროფესიონალები(წაიკითხეთ გურამ ფანჯიკიძის ,,დინამო,დინამო,დინამო,,-ში ინტერვიუ დავით ყიფიანთან(კოსტავას დაბრუნებაზე და მის საოცარ პროფესიონალიზმზე,და ეს სსრკ-ის დროს),რამხელა ინტელექტი,სიყვარული,პროფესიონალიზმი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე იგრნობა თითოეულ ფრაზაში!!!წაიკითხეთ ქართველო ფეხბურთელებო და მესვეურნო-სსრკ მოყვარული ფეხბურთელები ათასჯერ მეტი პროფესიონალები იყვნენ და ათასჯერ მეტი სიყვარული და პასუხისმგებლობით გამსჭვალულნი ეკიდებოდნენ საქმეს-ქართულ ფეხბურთს!!!
-ჯანაშიასთან ინტერვიუ წაიკითხეთ-რა მოხდა 18საათში თბილისში ვიყავიო?!დღესაც რომ ამას იტყვის,რომელ პროფესიონალიზმზეა ბაზარი?იმიტომაც დაამთავრა კარიერა მოსკოვის ლოკომოტივში(მოსკოვის ლოკომოტივს კოლხოზის გუნდად ვთვლიდით სსრკ-ის დროს და დღეს მანდ კარიერით ამაყობენ!!!)
დღეს ჩვენ საერთოდ არ გვესმის ფეხბურთი!!!ატასტროფაა!!!საფეხბურთო სტილი,ტაქტიკა ჯერ კიდევ ბავშვობიდან უნდა დავნერგოთ,ერთ ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ-როგორც ესპანელები,ჰოლანდიელები...სასწრაფოდ საჭიროა იოჰან კროიფი!!!კონსულტატად,და ბატონი ივანშვილის და ალბათ ბატონი სააკაშვილის ერთიანი ძალისხმევა,რომ რაღაც პოლიციის რეფორმის მსგავსი გაატარონ ქართულ ფეხბურთში!!!
სტაბილური მდგომარეობაა : )) ყველაზე მისაღები შედეგი ჩივაძეს და ყიფიანს ქონდა
მაგათ დროს ისეთი კონტიგენტი ყავდა ნაკრებს უფრო კაი შედეგი უნდა დაედოტ..
ეჭვი მეპარება რომ ქართველებს ფეხბურთის რამე ესმოდეთ რა შუაშია თემურ ქეცბაიააა, თუ ფეხბურთელი ვერ თამაშობს ან რაა თემურ ქეცბაიაზე მეტად გწყინთ ნაკრების წარუმატებლობააა თუ ეუბნება ქეცბაია ფეხბურთელებს არ ითამაშოთო მეტი რაღა ქნას 5 შემტევით თამაშობდა ყაზახეთთან გუნდი ვერ გაიტანეს გოლი და ქეცბაია ხო არ შემოვარდებოდა. შეცდომას ყველა უშვებს მაგრამ მარტო შეცდომას ნუ გავიხსენებთ. აი ავიღოთ პირველი შესარჩევი 10 მატჩიან წაუგებელი სერიაა ეს იცით რატო იყოოო იმიტომ რომ გუნდი შეთამაშებული იყო და კარგი ფეხბურთელები გვყავდა, კობი, კალაძე, მარცვალაძე, იაშვილი და სხვები ამ ფეხბურთელებს შეთამაშება ქონდათ, მაგრამ შემდეგ შესარჩევზე ახალი სასტავ ხო გვჭირდება ეხლა თაობათა ცვლის დროა და ცუდი შედეგი არ უნდა გვიკვირდეს, რა ქნას მწვრთენლმა ყოველ თამაშზე ახალი სასტავის თამაში უწევს ზოგს ტრამვა აქვს, ზოგს მართლა აქვს ტრამვა ზოგს ოჯახური პრობლემები აქვს, გუნდი ვერ შეკრიბა კაცმა და რა შედეგს ელით დაცვა რატოაა იცით კარგიი იმიტო რო შეთამაშება აქვს დაცვა თითქმის არ შეცვლილა აბა შეტევა აიღეთ, საფრანგეთთან სხვამ ითამაშა, ფინეთთან სხვებმა, ესპანეთთან სახლში სხვებმა იქეთ კიდე სულ სხვებმა მოკლეეედ რაა ქეცბაიას ყველაფერს ნუ შეტენით ჯერ არც თქვენ ხართ მაგარი გულშემატკივრები სხვას რო აბრალებთ ყველაფერს. საფრანგეთთან 20 000 კაცი რო მოვა და ფინეეთთან კიდე უფრო ნაკლებიიი ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში მერე იტყვით რატო ვერ ვიგებთო.
მერე ვინ ამბობს სულ მაგის ბრალიაო მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად არ შეუძლია გუნდის შეკვრა არ შეუძლია არსებული ძალებით მინიმუმის მიღწევა (მინიმუმი ახლა მესამე ადგილი იყო ) მაშინ არ გადავუხდით ამხელა ხელფას და უფრო დაბალ ხელფასიანი მწვრთნელიც შეძლებს იმას რაც მან შეძლო ერთი ორი კაი თამაშის ჩვენებას დანებე ყველაფერს თავი ქეცბაია არაა სანაკრებო მწვრთნელი
კაი ბატონო არაფერ შუაში ყოფილა ქეცბაია, ალალ მართალ კაცს რას ვერჩით.. თან ოხ ეს უზრდელი ფეხბურთელები, ქეცბაია ფსიქოლოგიური კუთხითაც სწორად მუშაობს გუნდში პროსტა ფეხბურთელები გაგიჟდნენ ყველა - ყენია, გოგუა, ასათიანი, კობიაშვილი, ხიზანიშვილი და კიდევ რამდენიმე, ქეცბაიამ კი ძალიან ეცადა საერთო ენის გამონახვა და რო ვერ გამონახა გუნდიდან გააგდო ყველა
გასაგებია, ეს კაცი მართალია, და გარშემო ყველა მტყუანი
რომელ გოგუაზეა ლაპარაკი ყველა მწვრთნელთან კონფლიქტი რო აქ კლუბში იქნება თუ ნაკრებში, თუ ყენიაზე ჯერ 2თამაში არჩაუტარებია და რატო არმათამაშებენო თავი პელე რო გონია... ასათიანთან რა პრობლემა ქონდა, თავი დაანება ფეხბურთს მახომ და რა ქეცბას ბრალია? კობიაშვილზე მაგრად დამწყდა გული, მაგრამ მომავალ წელს თავს ანებებს და ამ წელს შეთამაშება იყო საჭირო...
კაი რაღა დროს ხიზანიშვილი და გოგუა არის ტო..გოგუას ისე ყველა მწვრთნელთან ნაკრებშიც და გუნდშიც კომფლიქტი ჰქონდა და ეგეც ქეცბაიას ბრალია??
არ ვიცი ძმაო მე პირველად მესმის რო გოგუას ყველა მწვრთნელთან კონფლიქტი ქონია.. ვერ ვარ კარგად მაგ ბიჭის კარიერაში ჩახედული.
აქ ნაკრებში კი ვიცი რატომც არ თამაშობს - ქეცბაიამ პოზიცია შეუცვალა, იმან გააპროტესტა, და მის მერე აღარ იძახებს
ერთი რომ კონფლიქტი აქვს გოგუას ყველა მწვრთნელთან, მაგრამ რომც არ ქონდეს რას ქვია პოზიციის შეცვლა გააპროტესტა. პოზიციაც არ შეუცვლია დაჯე, მარცხენას მაგივრად მარჯვენა ფლანგზე დააყენა და ამან კიდე მარჯვნივ არ ვითამაშებო. ეს არის არაპროფესიონალიზმი, ფეხბურთის უცოდინარობა და უუნარო ადამიანის პრეტენზია. რუნის ჩამშელად ათამაშებდა ფერგიფსონი და კაცი ხმას არ იგებდა და გოგუას რომ მარჯვენა ფრთაზე არ გადადის ვინ გონია თავი? ესეთი არაპროფესიონალიზმის ადგილი ნაკრებში არ არის!
რა ყენია და რა გოგოუა და რა ხიზანიშვილი.
კარგიიი რა მართლა რომელი იმსახურებს აქედან ნაკრებს?
რა ყენია და ის ყენია ყველაზე ნიჭიერი რომ არის ქართველ ფეხბურთელებს შორის, გოგუა კი ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელია ვინც კი მინახავს.. ამ ორის ადგილი თუ არ არის ჩვენს წყალწაღებულ ნაკრებში და მაშინ არ ვიცი
ხო 40 წლის რომ გახდა ყენია და კიდე ნიჭიერი და პერსპექტიული რომ არის ის ყენია
))
თუ 36 წლის კობი უნდა იყოს ნაკრებში? ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი კობი მაგრამ ამ ნაკრებს ნამდვილად არ ჭირდება
ჭირდება რა შუაშია, ის ინტერვიუ წაიკითხე კობი და ხიზანა რომ საუბრობენ საქართველოს ნაკრებში არსებუ სიტუაციაზე?? გაიგეთ ხალხოო ვერ მოერგო ქეცბაია საქართველოს ნაკრებს, ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა გუნდში
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
საქარტველოს ტრეინერი უნდა იყოს ქარტველი. რომელიც ცხოვრობს საქარტველოში და დადის ტამაშებზე რეგულარულად და არა ქეცბაისავიტ რომელიც ტვეში სამ კვირას კვიპროში ატარებს ისვენებს ჩამოდის ერტი კვირიტ და იწვებს ლეგიონერებს რომლებიც ტავის კლუბებში სულ ზამენაში არიან მიტომ გვაქვს ასეტი ცუდი შედეგი. დროა ასეტ დამოკიდებულებას ნაკრების მიმარტ ბოლო მოეღოს.
და რა აზრი აქ ყოველ ტურში რო ქეცბაია დაესწროს თამაშებს??მე შენ გეტყვი ისეთი ჩემპიონატი გვაქ რო ყოველი ტურის შემდეგ ახალ ახალი ფეხბურთელები ჩნდებიან რა
თან ისეთი სანახაობაა მაგის გამოტოვება როგორ შეიძლება.ქვეყნის ჩემპიონი 3ჯერ ვერ ურტყავს კარში