ძიუდოს მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩამთავრებამდე თეორიული ტესტირებაღა დარჩა ჩასატარებელი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ წამოწყებულ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ფინანსურად უზრუნველყოფილ პროექტში საქართველოს ყველა რეგიონის 26 მწვრთნელი ჩაერთო.
17-24 აპრილს მათ გამოცდილმა სპეციალისტებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. დღეს კი კურსების მონაწილეებმა გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში პრაქტიკაში გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა-ტესტირების წარმატებით ჩამბარებელი მწვრთნელები ძიუდოს ფედერაციისგან შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
სპორტის სამინისტროს ფოტო







