ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი იან მვილა კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან.
ჯერჯერობით, კლუბები გარიგებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ აპენინური მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. მვილა “ინტერში” მომდევნო სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. წელიწადის შემდეგ, მილანელებს ფრანგის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.
ცნობისათვის, რუსეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, მვილამ “რუბინის” მაისური 19 მატჩში მოირგო.