შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “აიაჩოს” რუმინელმა ფორვარდმა ადრიან მუტუმ მშობლიურ ბუქარესტის “სტიაუას” მიაშუროს. ამის შესახებ Sport.ro იუწყება.
“არ ვიცი, მომდევნო სეზონში “აიაჩოში” ვითამაშებ თუ არა. ამის გასარკვევად, კლუბის პრეზიდენტს უნდა ვესაუბრო”, - განაცხადა მუტუმ.
რუმინეთის ეროვნული ნაკრებისა და “სტიაუას” მცველ ფლორინ გარდოშს მიაჩნია, რომ მისი კლუბი მუტუს დაყოლიებას ვერ შეძლებს: “ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას, ადრიანმა მითხრა, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს, მაგრამ არ იცის, ეს რამდენად რეალურია. პირადად მე, ვფიქრობ, რომ “სტიაუა” მისი სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს”.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, მუტუმ “აიაჩოს” შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 10 გოლით გამოირჩა.