ფეხბურთი

19:16 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მუსა იმედიანადაა

მოსკოვის ცსკა-ს ნიგერიელ ფორვარდ აჰმედ მუსას სჯერა, რომ არმიელებს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის დამარცხება შეუძლიათ. დღეს, მიუნხენში "ალიანს არენაზე", ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, "ბაიერნი" ცსკა-ს დაუპირისპირდება. 20 წლის ნიგერიელის აზრით, არმიელებს სამი ქულის მოპოვება შეუძლიათ.

"ითამაშო “ბაიერნის” წინააღმდეგ, ეს პატივია, რადგან დიდებული კლუბია, მაგრამ მატჩის შემდეგ დავრწმუნდებით, რამდენად ძლიერები არიან. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული გეგმა მიუნხენელთა წინააღმდეგ. მატჩის დაწყებიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები ვიქნებით. რატომღაც, მე და ჩემ თანაგუნდელებს გვჯერა, რომ გამარჯვებას მივაღწევთ", _ განუცხადა შუპერსპორტ-ს აჰმედ მუსამ.

გიორგი ბალახაძე

თეგებიაჰმედ მუსა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116103