იტალიური “მილანის” ნახევარმცველი სალი მუნტარი იმედს არ კარგავს, რომ მისი გუნდი სერია A-ში მე-2 ადგილის დაკავებას მოახერხებს.
გასულ კვირას, “მილანმა” მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ “ნაპოლის” უმასპინძლა. თამაში 1:1 დასრულდა და ნეაპოლელებმა 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს, რაც “მილანს” რთულ მადგომარეობაში აგდებს, მაგრამ “როსონერის” განელი ნახევარმცველი იმედს მაინც არ კარგავს.
“ჩვენი მიზანი უცვლელია. მე-2 ადგილზე გასვლა გვინდა. ყველას გვჯერა, რომ თუ სათანადოდ დავიხარჯებით, ამ მიზნის მიღწევას შევძლებთ.
ბრძოლას ჩემპიონატის დასრულებამდე არ შევწყვეტთ. ჩვენი სურვილი იყო “ნაპოლი” ნებისმიერ ფასად დაგვემარცხებინა, მაგრამ დაკარგული არაფერია.
მომდევნო თამაში “იუვენტუსთან” გველის. ამ თამაშისთვის სათანადოდ მომზადება აუცილებელია.” – აცხადებს სალი მუნტარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჰეჰ, დაქცეულა გერმანული ფეხბურთი, ქართველი მილანის ქომაგების საღადაო რო გახდები, დაქცეული ხარ, აბა რა ხარ?
არ გადაობთ გერმანულ სტატიაზე კომენტარი რო არარიის
აჰააა ჩემგან ერთი კომი კტვენ წაგადგებათ


გერმანელები საქმეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ვიდრე ლაპარაკს