იტალიური “მილანის” განელი ნახევარმცველი სალი მუნტარი სერია A-ს მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მისჯილი დისკვალიფიკაციაა.
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მუნტარი მოედნიდან იმის გამო გააძევეს, რომ მან ბალოტელისთვის ყვითელი ბარათის მიცემა ზედმეტად აქტიურად გააპროტესტა.
იმავე მატჩში, მოედანი დაატოვებინეს ფრანჩესკო ტოტისაც, რომელსაც არბიტრმა ფილიპ მექსესთვის სახეში იდაყვის ჩარტყმა არ აპატია. “რომას” კაპიტანი სერია A-ს ერთ თამაშს გამოტოვებს.