ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებულმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მუნირ ელ ჰადადიმ “ფურია როხაში” მიწვევის შემდეგ თავის პირველ ემოციებზე ისაუბრა.
“ნაკრებში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. მას შემდეგ, რაც ტელეფონში დელ ბოსკეს ხმა გავიგე, ლაპარაკის უნარი წამერთვა.
იმ მომენტში, უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი. უნდა დავამტკიცო, რომ ასეთ დონეზე თამაში შემიძლია.
ესპანეთის ნაკრების თამაშებს თვალს ყოველთვის ვადევნებდი, ახლა კი, ამ გუნდის წევრი ვარ. დაუჯერებელია.” – განაცხადა მუნირმა.
შეგახსენებთ, რომ “ფურია როხაში” გამოძახებამდე, გაურკვეველი იყო, ესპანეთის ნაკრებში ითამაშებდა მუნირი, თუ მაროკოს ნაკრებში.