ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პრემიალური თანხა დაასახელა, რომელსაც ეროვნული ნაკრების თითოეული მოთამაშზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის მიიღებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება.
მუნდიალის მოგებისთვის ყოველი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი 720000-720000 ევროს მიიღებს. ეს თანხა 120000-12000 ევროთი მეტია, ვიდრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 2010 წლის მუნდიალის მოგებისთვის ჰქონდა დაწესებული. 1/4-ფინალში გასვლისთვის ფეხბურთელები 72000-72000 ევროს მიიღებენ, ხოლო 1/2-ფინალში გასვლისთვის 180000-180000-ს. ფინალში მოხვედრისთვის თითოეული 360000-360000-ით დაჯილდოვდება.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პრემიერლურების რაოდენობა გუნდის კაპიტან იკერ კასილიასთან და ვიცეკაპიტან ჩავისთან მოლაპარაკების შემდეგ დაადგინა.