ფეხბურთი

19:22 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალისთვის საბოლოო შემადგენლობა ავსტრალიამაც დაასახელა

ავსტრალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანგე პოსტეკოღლუმ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა 23-კაციანი სია გამოაცხადა.

skysports.com-ის ინფორმაციით, პოსტეკოღლუმ სამხრეთ ამერიკაში გასამგზავრებლად შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:

მეკარეები: მეტიუ რაიანი (“ბრიუგე”, ბელგია), მიჩელ ლანგერაკი (“დორტმუნდი”, გერმანია), იუჯინ გალეკოვიჩი (“ადელაიდა”).

მცველები: ივან ფრანჟიჩი (“ბრისბენი”), მეტიუ შპირანოვიჩი (“ვესტერნ სიდნეი”), ბეილი რაიტი (“პრესტონი”), ჯეისონ დევიდსონი (“ჰერაკლესი”, ჰოლანდია), ალექს უილკინსონი (“ჩონბუკი”, სამხრეთ კორეა), რაიან მაკგოვანი (“შანდუნ ლუნენი”, ჩინეთი).

ნახევარმცველები: ოლივერ ბოზანიჩი (“ლიუცერნი”, შვეიცარია), მარკ ბრეშიანო (“ალ-გარაფა”, ყატარი), ჯეიმს ჰოლენდი (“აუსტრია”, ავსტრია), მილე იედინაკი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), მასიმო ლუონგო (“სუინდონი”, ინგლისი), მეტ მაკეი (“ბრისბენი”), მარკ მილიგანი (“მელბურნი”), ტომას ოარი (“უტრეხტი”, ჰოლანდია), ტიმ კეჰილი (“ნიუ იორკი”, აშშ), დარიო ვიდოსიჩი (“სიონი”, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ბენ ჰელორანი (“ფორტუნა”, გერმანია), ადამ ტაგარტი (“ნიუკასლი”, ინგლისი), მეტიუ ლეკი (“ფრანკფურტი”, გერმანია), ჯეიმს ტროისი (“მელბურნი”).

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიის ნაკრები ჩილეს (14 ივნისი), ჰოლანდიას (18 ივნისი) და ესპანეთს (23 ივნისი) დაუპირისპირდება.

0.104617