რამდენიმე საათში, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ცერემონიალი დაიწყება. ბრაზილიაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები ჯგუფებში გადანაწილდებიან და უკვე ხვალიდან, მომავალი მეტოქეების შესწავლას დაიწყებენ.
მოგეხსენებათ, ერთ ჯგუფში 3 ევროპული გუნდის ყოფნა დაუშვებელია. წილისწყრის დაწყებამდე, შემთხვევითი პრინციპით, მეოთხედან მესამე კალათაში ერთი გუნდი გადავა.
მსოფლიოს 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები კალათებში შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
პირველი კალათა: ბრაზილია, არგენტინა, კოლუმბია, ურუგვაი, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია.
მეორე კალათა: ალჟირი, კამერუნი, კოტ’დივუარი, განა, ნიგერია, ჩილე, ეკვადორი.
მესამე კალათა: ავსტრალია, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, კოსტა რიკა, ჰონდურასი, მექსიკა, აშშ.
მეოთხე კალათა: პორტუგალია, საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია, იტალია, ხორვატია, რუსეთი, საბერძნეთი, ბოსნია.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრა ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მსოფლიო ფეხბურთის ზეიმი 12 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს ფინალური მატჩით დაგვირგვინდება.