ფეხბურთი

22:46 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის გახსნის მატჩს იაპონელი არბიტრი განსჯის

 

12 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩს, ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, 42 წლის იაპონელი არბიტრი იუიჩი ნიშიმურა განსჯის. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი იტყობინება.

ნიშიმურა ოთხი წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე ოთხ მატჩს გაუძღვა, მათ შორის ჰოლანდია - ბრაზილიის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას.

A ჯგუფის მეორე მატჩს მექსიკასა და კამერუნს შორის კოლუმბიელი მსაჯი ვილმარ როლდანი მოემსახურება. B ჯგუფის მატჩებზე ფიფამ იტალიელი ნიკოლა რიცოლი (ესპანეთი - ჰოლანდია) და კოტ დივუარელი ნუმადი დუ (ჩილე - ავსტრალია) მიავლინა. 

0.125119