ფეხბურთი

21:24 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი ფალკაოს გარეშე

 

კოლუმბიის ნაკრებს მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაში თავისი უძლიერესი ფეხბურთელის რადამელ ფალკაოს გარეშე მოუწევს. “მონაკოს” ფორვარდმა საბედისწერო ტრავმა საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში მიიღო.

მონეგასკური კლუბის ქირურგმა ხოსე კარლოს ნორონიამ ჟურნალისტებს აუწყა, რომ ფალკაოს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და მის მწყობრში ჩადგომას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიელები C ჯგუფში მოხვდნენ, რომელშიც მათი მეტოქეები საბერძნეთის, კოტ დ’ივუარისა და იაპონიის ნაკრებები იქნებიან.

0.123333