მთაწმინდის პარკთან „კარტინგ ცენტრი“ გაიხსნა. მთელი წელიწადი „კარტინგ ცენტრის“ მხარდამჭერი კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იქნება, ხოლო პირველი ტურნირი „ბომბორას თასის“ მოსაპოვებლად, ავტომოყვარულთა 8 კლუბის შეჯიბრით გაიხსნა.
შეჯიბრში აღნიშნული 8 კლუბის 32 ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებისათვის საპრიზო ფონდი „რომპეტროლ საქართველომ“ დააწესა. „ბომბორას თასის“ გათამაშებაში VOLKSWAGEN-ის, AUDI-ს, BMW-ს, MITSUBISHI-ს, MERCEDES BENZ-ის, NISSAN-ის, OFF ROAD-ის და SUBARU-ს ავტომოყვარულთა კლუბები მონაწილეობდნენ და პირველი შეჯიბრი SUBARU-ს კლუბის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პირველი და მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო მესამეზე BMW-ს კლუბი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულს „ბომბორას თასი“ გადაეცა, მონაწილეები კი მთაწმინდის პარკის “კარტინგ ცენტრში” 20%-იანი ფასდაკლების ბარათით ისარგებლებენ.
საპრიზო კატეგორიებში გასულ მრბოლელებს, „რომპეტროლ საქართველომ“ 300 ლიტრი ეფიქსის საწვავი გადასცა.
„ტურნირის სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულმა ავტომოყვარულმა „რომპეტროლის“ საპრიზო ფონდიდან, საჩუქრად (ადგილების მიხედვით), 150, 100 და 50 ლიტრი საწვავი მიიღეს. “რომპეტროლი“ კვლავ რჩება ნებისმიერი სირთულის ავტოსპორტის მხურვალე მხარდამჭერად და ცდილობს ამ სპორტის პოპულარიზაციით, ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგოს“, – აცხადებს “რომპეტროლის” წარმომადგენელი თამარ თანდაშვილი.
მთაწმინდის პარკის ადმინიტრაციაში იმედოვნებენ, რომ “კარტინგ ცენტრი” პოპულარობით არა მარტო ავტომოყვარულებში ისარგებლებს, არამედ უახლოეს მომავალში „კარტინგ ცენტრს“ ბევრი ახალი მოყვარულიც გაუჩნდება.







