ჩოგბურთი

12:47 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მთავარი შედეგია

 რეიტინგსიის მეექვსე ნომერმა ენდი მარეიმ ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში 20 წლის ჩეხ ირჟი ვესელის (კლასიფიკაციაში 77-ე ადგილზეა) 6:7, 6:4, 6:4 მოუგო და მერვედფინალში კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება.

მატჩი 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. მარეი და ვესელი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მატჩის დასრულების შემდეგ კი 26 წლის შოტლანდიელმა შემდეგ განაცხადა: “მთავარი მატჩის მოგებაა. ცხადია, საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. თავისუფლად შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი, ახლა კი ინდიან უელსში მინიმუმ კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა მომეცა. მე და ვესელი მთელი მატჩის მსვლელობისას არასტაბილურად ვთამაშობდით. ამის გამო ბევრი ბრეიკპოინტი გვქონდა”.

თეგებიენდი მარეი
0.118531