ძიუდო

14:42 | 15.09.2014 | ნანახია 3896 - ჯერ

მსხალაძის ვერცხლი ზაგრებში

ქართველმა ძიუდოისტმა ალექსანდრე მსხალაძემ ზაგრების გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 100 კგ. წონით კატეგორიაში პირველ წრეში მეორე ნომრად განთესილი ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი დაამარცხა, შემდეგ კი სერბ შტეფან იურიშიჩს და ალჟირელ ლიეს ბუიაკუბს სძლია.

ალექსანდრე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ადლან ბისულტანოვს გადაეყარა და მარცხი განიცადა. მსხალაძემ, რომელიც ტურნირზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო, გრან პრის ვერცხლის მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:05 | 19.09.2014
Cristiano Ronaldo (4995)

კიდევ რა უნდა გითხრათ 20 სექტემბერს ოლიმპიადააააააააა ხო კორეაში ძიუდო იწყება DDDDDDDDDDDDD მაგარი მოჭიდავები გამოდიან აზის ოლიმპიადააააააააა მაგარი შემადგენლობით გამოდიან ქვეყნები კორეა 1 ნომრებითა დაკონპლექტებული მონღოლეთიც ამა წლის მსოფლიო ჩემპიონი რომ გაუხდათ ისიც გამოდის ბოლდბატარ განბატი მონღილეთიც პორველი ნომრბითა დაკონპლექტებული უზბეკეთიც ყაზახეთიც იაპონია კი 2 3 ნომრებით მემგონი კორეა აიღებს კაცებში 3 ოქროს ოლიმპიური ჩემპიონიც გამოყავთ 81 კგ კიმ ჯაე ბუმი კიდე 60 კილოში მსოფლიო პრიზიორი 2013 ის 73 კი გამოყავთ 1 ლიდერი ბანგ გუი მან 90 ლიდერი გვაკ დონ ჰა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონი 100 + კგ კიმ სუნგ მინ ლიდერი კორეის ნაკრებში ამ ოლიმპიადაზე მაგარი ჭიდაობები გველის მემგონი 20 იწყება და 21 მთავრდება DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD ნეტა იქნება თუ არა იპონ ტივზე DDDDDDD

10:01 | 19.09.2014
BEERTRANCE (97819)

20-23 სექტემბერსაა აზიის თამაშები

19:14 | 18.09.2014
shalvinio (1505)

იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის ბადეები.
0?'>http://www.ippon.org/ec_jun2014.php':'>http://www.ippon.org/ec_jun2014.php'))

20:44 | 17.09.2014
tiko (6769)

ვერ გავიგე დღეს ჩატარდა ?

21:41 | 17.09.2014
BEERTRANCE (97819)

შაბათ-კვირას ჩატარდა ეგ გრანპრი

19:58 | 17.09.2014
MEGRELI777 (707)

ირაკლი უზნაძე: მთელი სეზონის განმავლობაში 35 მედალი მოვიპოვეთ
AutoSharing Option Yes No
16:40 17-09-2014

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა ჩელიაბინსკში გამართული მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვა, რასაც გუნდურ პირველობაში მოპოვებული ბრინჯაო დაუმატა (არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი მეორეზე გავიდა).

ქართულმა ძიუდომ 7-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა, თუმცა ზოგიერთმა თავის შესაძლებლობებზე იმდენად სუსტად იასპარეზა, ნაკრების გამოსვლამ მაინც გაორებული შეგრძნება დატოვა.

ჭიდაობის საერთო ხარისხიც ადრინდელზე თითქოს ოდნავ გაუარესებული იყო... წარმატებებთან ერთად, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ინტერვიუში ძირითადად ამ თემებზე ვესაუბრეთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატმა გაორებული შეგრძნება დატოვა. თითქოს მარილი აკლდა ამ წარმატებას... განსჯისთვის საკმაო დრო გქონდათ და ხომ არ ფიქრობთ, რომ სავარჯიშო პროცესში რაღაც შეცდომა გაიპარა, რაღაც ვერ გაკეთდა სათანადოდ?
- გუნდის საერთო გამოსვლას წარმატებულად ვაფასებ, რადგან ამდენი წლის შემდეგ ისევ მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონობა, რასაც ორი დამსახურებული ბრინჯაოც დაემატა.

მართალია, უკეთესიც შეიძლებოდა, თუმცა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავედით. ცხადია, გუნდს მეტიც შეეძლო. მთელი სეზონის განმავლობაში 35 მედალი მოვიპოვეთ. აქედან 14 ოქროა, რაც მსოფლიოში ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა.

ამ მსოფლიოსთვისაც თითქმის იმავე გეგმით გავიარეთ, როგორც შარშან ვემზადებოდით, ანუ სამ ეტაპად დავყავით - ფიზიკური მომზადება, ლეიბი და საბოლოოდ ინდივიდუალური მიდგომა ყველა სპორტსმენისადმი, ვინც მსოფლიოზე დადგა.

წლეულს ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ შეჯიბრებების გადანაცვლება მოგვიწია იმის მიხედვით, ვის სჭირდებოდა რეიტინგში წამოწევა ქულებისთვის.

ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მზადებაში იყო დაშვებული შეცდომა. ხარვეზები უფრო ინდივიდუალური შეცდომების ბრალია, ვიდრე - საერთო სურათისა.

ჭრიკიშვილის ჭიდაობას რაც შეეხება, ზუსტად იმას ასრულებდა, რაც დავავალეთ და რაც მიზნად დავისახეთ - უნდა ვყოფილიყავით ფრთხილად, რადგან ლიდერი მაინც ლიდერია და პატარა შეცდომაც იქნებ ძვირად დაგვჯდომოდა.

ამიტომ აკეთებდა ზედმეტი ემოციებისა და სარეკლამო გდებების გარეშე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ოქროს მედლისკენ, რაც საბოლოოდ მოვიპოვეთ კიდეც. ბუნებრივია, უკეთესიც შეიძლებოდა, თან მზარდი სპორტსმენია, მაგრამ კაცმა ისე გაიმარჯვა, ერთი შეცდომა დაუშვა მხოლოდ - ნახევარფინალში ფრანგ შმიდტთან და იქაც საკამათო მომენტი იყო.

- მაშ, ოქრუაშვილი რატომ ვერ იყო ფორმაში?
- მან ივარჯიშა საშუალოზე უკეთესად, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა წონაა, დაახლოებით 10-15 კილოგრამით მეტია ოპტიმალურ წონაზე. აქედან გამომდინარე, უჭირდა კოორდინაცია, თუმცა ჰოლანდიელთან შეხვედრაში უფრო ამისი იყო ის გდება, ვიდრე - როი მაიერის.

- მომეჩვენა, თითქოს ჩვენების ნაწილი ტაქტიკურად ვერ ჭიდაობდა ადრინდელივით გამართულად - მეტოქეს უთმობდნენ პირველ ჩავლებას, ვერ ახერხებდნენ ინიციატივის დაუფლებას. უცხოელებმა ხომ არ გაშიფრეს ჩვენი ტაქტიკა?
- საერთო ჯამში, არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ, ვთქვათ, პირველ ჩავლებას მასობრივად გვასწრებდნენ. შეიძლება, ცალკეული მაგალითები კი იყო, ვერ ვიტყვი, რომ გაგვშიფრეს და ამიტომ წავაგეთ.

პირიქით - გაშიფრული მოგებები უფრო გვქონდა. მაგალითად, ჭრიკიშვილის მოგება იაპონელ ნაგასესთან. იაპონელს რომ ასე გაშიფრავ და მოუგებ, შეიძლება, ამან მთელი გუნდის მინუსი პლუსად გადაწონოს.

- ისევ ჭრიკიშვილზე გკითხავთ... მასში სამომავლოდ რაში ხედავთ რეზერვს და ვინ მიგაჩნიათ უახლოეს წლებში მის ძირითად კონკურენტებად?
- პოტენციალს ისევ ტაქტიკურ ჭიდაობაში ვხედავთ, რაშიც ამ ჩემპიონატზე უკვე დაგვანახვა პროგრესი. შეიძლება, ეს მაყურებლისთვის არაა თვალსასეირო და ვერ აჩვენა ის ეფექტური ჭიდაობა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ამაზე არც გვქონდა გათვლა, ხოლო რაზეც გვქონდა, იმას მივაღწიეთ კიდეც.

მან კარგად აუღო ალღო იმ მიდგომას, რომ შეხვედრიდან უნდა გამოვიდეს მოგებული და არა აუცილებლად - იპონმოგებული. ამ ტაქტიკას ორი წელიწადია მივდევთ და გაამართლა.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მის მთავარ კონკურენტებად მივიჩნევ კორეელ კიმის და, ალბათ, იაპონელ ნაგასესაც.

- თვითონ ასეთად ფრანგ ლოის პიეტრის ასახელებს. პიეტრი და დანარჩენებიო, ასე გვითხრა...
- პიეტრი ყოველთვის გასათვალისწინებელია, მაგრამ ის უკვე გაშიფრულია და თუ წამოვეგებით, ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, თორემ ახალს მისგან არაფერს ველოდებით; კორეელი კი ამოუცნობია, უფრო გამოცდილიცაა და როდის რა სიურპრიზს შემოგთავაზებს, ვერ გათვლი.

- ლიპარტელიანს რა მოუვიდა უნგრელ კრისტიან ტოტთან შეხვედრაში, როცა სხვა ორთაბრძოლები მაღალ დონეზე ჩაატარა?
- ლიპარტელიანი იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ძალიან ცოტა შეცდომას უშვებს ტატამზე.

უბრალოდ, ვერ აუწყო ჭიდაობა უნგრელს იმ მომენტისთვის, თორემ მჯერა, მას 10-დან ათივეს მოუგებს.

- თუმცა ფაქტია, რომ ტაქტიკურ მოჭიდავეებთან უფრო უჭირს, ხშირად პირველი ქულის დაკარგვის მერე ვერ ახერხებს მობილიზებას...
- ვერ დაგეთანხმებით, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. ასე რომ იყოს, ევროპის პირველობაზე კაროლის ბაუზასთან იმ შეხვედრას ვერ მოიგებდა, როცა აგებდა... კიდევ ვიმეორებ, იმ მომენტში ვერ აუწყო ტოტს ჭიდაობა.

ამას უიღბლობას უფრო დავაბრალებ. ეს ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი მარცხი იყო, რადგან რეიტინგიდან და მისივე მომზადებიდან გამომდინარე, ის ლიდერი იყო. ბადეც კარგი დაუჯდა, თუმცა კუბელი ეშლი გონსალესიც რომ გამოსულიყო, მტკიცედ მჯეროდა, მასაც მოუგებდა. ეს დასანანი მარცხი რომ არა, სულაც ოქროს მოიპოვებდა.

- პაპინაშვილი სტაბილურ მოჭიდავედ იქცა, თუმცა უპირველეს ლიდერებთან ჯერ მაინც იგრძნობა გარკვეული დისტანცია... იმავე ბოლდბაატართან თითქოს სიფრთხილეც იგრძნობოდა მის ჭიდაობაში...
- ამ შეხვედრაში მსაჯების ოდნავი სიმპათია მონღოლის მხარეს იყო, თორემ პაპინაშვილისთვისაც რომ მიეცა გამარჯვება, ვერავინ იტყოდა რამეს. ფრთხილად რომ ეჭიდავებოდა, ესეც გასაგებია - როცა მთავარ კონკურენტს ხვდები, გინდა თუ არა, ფრთხილად ჭიდაობ, მაგრამ ამ შეხვედრის ხარისხს თუ დავაკვირდებით, პაპინაშვილმა იგი ტაქტიკურადაც სხვებზე უკეთ ჩაატარა და - ტექნიკურადაც. სამწუხაროა, რომ თანაბარ ბრძოლაში წავაგეთ, მაგრამ ახლა ბოლდბაატარს ადრინდელებზე ბევრად უკეთ ეჭიდავა.

- წაგების მერე მას უჭირს საჭიდაოდ განწყობა და ახლაც ძნელი იყო არშანსკისთან ბრინჯაოსთვის საპაექროდ მომზადება?
- ადრეც მითქვამს, რომ ყველაზე ძნელი ნახევარფინალში ჭიდაობაა - თუ მოიგებ, მედალი გარანტირებულია, წაგების შემთხვევაში კი შანსია, სულაც უმედლოდ დარჩე, რაც შარშან სწორედ პაპინაშვილს დაემართა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სხვათა შორის, ლიპარტელიანმა მშვენივრად შეძლო მობილიზება და დამამშვიდებელში კარგად იჭიდავა, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

ახლა პაპინაშვილს ყველანაირად ვამზადებდით, რომ შარშანდელი არ განმეორებულიყო. მართლაც, კარგი განწყობით გავიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვაგებდით. ოღონდ ამჯერად პაპინაშვილი ბოლო წამამდე უტევდა, იბრძოდა მოსაგებად და მიაღწია კიდეც მიზანს. მას ეს მედალი აუცილებლად უნდა მოეპოვებინა და დაუფასდა კიდეც.

ის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა ამ წონაში, რასაც რეიტინგიც ადასტურებს - მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა. მისი ჭიდაობის ხარისხი გვაიმედებს, რომ არა უბრალოდ მედლისთვის, არამედ ოქროსთვის იბრძოლებს.

- 73 კილოგრამში სამი ტიტულოვანი სპორტსმენი გვყავს, მაგრამ ყველაზე სუსტად აქ გამოვედით. ამაზე რას იტყვით?
- სეზონის დასაწყისიდან ეს წონა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია ნაკრებში.

საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ მსოფლიოზე ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი დავაყენეთ, რადგან საერთაშორისო ტურნირებში უკეთ გამოვიდნენ. შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი კია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ტიტული 66 კილოგრამში მოიპოვა. ის წლეულს გადმოვიდა ახალ წონაში, თუმცა საამისოდ 1 წელი ოლიმპიური ჩემპიონისთვისაც კი მცირე დროა.

საქმისადმი მისი დამოკიდებულება, მისი პროფესიონალიზმი გვაძლევს იმედს, რომ დაძლევს ამ სირთულეებს და აქაც მოიპოვებს იმ ადგილს, რაც 66-ში ჰქონდა.

იანვრიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებდა, მაგრამ უნგრეთში დაშავდა და მეტად კრიტიკულ მომენტში ორ კვირაზე მეტი ვერ ივარჯიშა. მაშინაც არ შეიძლებოდა ვარჯიში, მაგრამ დაყოვნებაც არ გამოდიოდა და საბოლოოდ არ აღმოჩნდა მზად მედლისთვის საბრძოლველად.

ტატალაშვილმა დასანანი გდება გაუშვა ჩრდილოკორეელ ჰონთან და მერე ვეღარ გაქვითა, აქტიურობის მიუხედავად. სამწუხაროა, რადგან წლეულს მოუმატა კიდეც და ამ ტურნირსაც კარგ ფორმაში შეხვდა. ვიმედოვნებდით, რომ მედალს მოიპოვებდა.

- ზებედა რეხვიაშვილი რჩება ამ წონაში თუ გადადის 81-ში?
- ამ საკითხზე ჯერჯერობით ისევ გრძელდება კონსულტაციები, თუმცა თვითონაც უფრო 73-ში დარჩენისკენ იხრება. ვნახოთ, ყველაფერი საქართველოს ჩემპიონატზე გამოჩნდება.

- ახალგაზრდების ასეთ სუსტ გამოსვლას ელოდით იმ ფონზე, რომ წლეულს ტურნირებში კარგად გამოდიოდნენ?
- 9 სპორტსმენიდან 3 ახალგაზრდა გვყავდა, რომელთაგანაც ორი ჯერ ისევ ამ ასაკობრივ ნაკრებში გამოდის. სეზონის განმავლობაში ასე თუ ისე სტაბილურები ჩანდნენ, მაგრამ მათ წაგებას ფსიქოლოგიურ მომენტს უფრო დავაბრალებ, ვიდრე - ასაკსა და გამოუცდელობას.

ბექა ღვინიაშვილმაც და ლევან მატიაშვილმაც ზუსტად ამიტომ წააგეს - ვიცოდით, აქედან არ უნდა დაცემულიყვნენ, მაგრამ ზუსტად იქიდან დაეცნენ. მატიაშვილს ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან წაგებული კი ჰქონდა, მაგრამ მაინც მისცა გდების გაკეთების საშუალება.

05:38 | 17.09.2014
man united20 (1478)

მაინც კარგია.

04:05 | 18.09.2014
mushni (93557)

ხო რა

19:57 | 15.09.2014
RCD ESPANYOL DE BARCELONA (254)

stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

15:29 | 15.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ნორმალურია.

14:57 | 15.09.2014
3 სავანელი (1199)

სხვები რატომ არ იყვნენ ხომ არ იცით?

04:21 | 18.09.2014
mushni (93557)

სად

20:57 | 15.09.2014
bernabeu07 (1086)

ეს ტურნირი არ იყოდ აგეგმილი ჩვენების მიერ მსახალაძეც თავისი ხარჯებით იყო წასული

16:29 | 15.09.2014
BEERTRANCE (97819)

ალბათ მსოფლიოს მერე აღდგენას გადიან, როგორც მახსოვს ოქტომბრის ტურნირებზე გამოვლენ.

14:51 | 15.09.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია ეგ 1 და სხვა მრავალი მიგველოცოს.

05:10 | 18.09.2014
mushni (93557)

ამინ

14:46 | 15.09.2014
3 სავანელი (1199)

რაღა რუსთან წააგო. ყველა შემთხვევაში ვულოცავ და სულ წარმატებით ევლოს მომავალში!

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.120143