საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ალექსანდრე მსხალაძემ ლისაბონის მსოფლიოს თასი წარუმატებლად დაასრულა. ქართველი მძიმეწონოსანი პირველსავე წრეში უმთავრეს ფავორიტს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა, დამარცხდა და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგა. რინერი კი, მოგვიანებით, მსოფლიოს თასის ჩემპიონი გახდა.
დღესვე მედლები 81, 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბრაზილიელი ფლავიო კანტო (81 კგ), ფრანგი რომენ ბუფე (90 კგ) და ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (100 კგ) ავიდნენ.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთადერთი სპორტსმენით ჩავიდა. სრული შემადგენლობით ამირან ტოტიკაშვილის გუნდი 3-4 ივლისს ჩასატარებელ მოსკოვის “დიდ სლემზე” იასპარეზებს.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ლისაბონი
13 ივნისი
81 კგ
1 ფლავიო კანტო (ბრაზილია)
2 ტრავის სტევენსი (აშშ)
3 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
3 მიჩა ეგერი (შვეიცარია)
90 კგ
1 რომენ ბუფე (საფრანგეთი)
2 ლუდოვიკ გობერი (საფრანგეთი)
3 ვალინტინ გრეკოვი (უკრაინა)
3 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
100 კგ
1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2 იევგენიუს ბოროდავკო (ლატვია)
3 მარტინ პაცეკი (შვედეთი)
3 ზოლტან პალკოვაცი (სლოვაკეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 გრჟეგორჟ ეიტელი (პოლონეთი)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 ვლადიმირს ოსნაკსი (ლატვია)
ოთარ მაღლაკელიძე







