ძიუდო

13:34 | 27.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

მსხალაძე ცირეკიძის ნაცვლად

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების დიდ სლემზე გამოსასვლელ შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ირაკლი ცირეკიძის ადგილი ალექსანდრე მსხალაძემ დაიკავა. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი, უკვე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული სატურნირო ბადიდანაც ამოიღეს და მსხალაძით ჩაანაცვლეს.
დიდ სლემს ხვალ-ზეგ მოსკოვი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მსხალაძის გარდა, ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) და ნინო ოძელაშვილიც (70 კგ) მიიღებენ. ტურნირის კენჭისყრა დღეს საღამოს შედგება.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176855