ჭიდაობა

21:21 | 6.05.2014 | ნანახია 0 - ჯერ

მსუბუქი ბრინჯაოს სტარტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა გიორგი ხაჩიძემ (42 კგ) სერბეთის ქალაქ სამოკოვში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართული გუნდის უმსუბუქესმა წევრმა სულ სამი შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც ორში იმარჯვა.

ევროკონკურენციაში 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 11 ჭაბუკი ჩაერთო. ხაჩიძე წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა, სადაც გერმანელ იოჰან ფოგელს უპრობლემოდ აჯობა  - 10:0. ოქრო-ვერცხლის შანსი სომეხ არმან მნოიანთან წაგებით (3:6) დაკარგა. რეპეშაჟის ფინალში კი ბულგარელ აჰმედ ნეჟმიდინს 7:5 სძლია.

დღესვე მედლები 50, 58, 69 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა ჭიდაობა დილის ბლოკშივე დაასრულეს.

შედარებით უკეთ მამუკა ჩაჩუამ (58 კგ) იჭიდავა, რომელმაც ევროპირველობა ლატვიელი ივარს სამუსონოკსის ძლევით (10:0) გახსნა. მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ დინ-ისლამ აჯიევთან ვეღარას გახდა (1:8) და მეტოქის ფინალში გასვლას დაელოდა, თავად დამამშვიდებელ ეტაპზე რომ გადართულიყო, მაგრამ აჯიევმა ფინალამდე წაიფორხილა.

ალექსანდრე კილაძე (50 კგ), ნიკა კენჭაძემ (69 კგ) და მოგელი მეზვრიშვილმა (85 კგ) პირველსავე წრეში წააგეს და ხალიჩაზე მეორედ გასვლის შანსი აღარ მიეცათ. კილაძისთვის დაუძლეველი ბარიერი ბელარუსი ალექსანდრ კურიშტა აღმოჩნდა - (2-4), კენჭაძისთვის - აზერბაიჯანელი რავილ ბაბაზადე (1:4), ხოლო მეზვრიშვილისთვის - სომეხი ჰოვანეს მხითარიანი (1:12).

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონაში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი თეიმურაზ ვანიშვილი (46 კგ), შმაგი თოდუა (54 კგ), ივერი ჯულაყიძე (63 კგ), მექი სიმონია (76 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) იჭიდავებენ.

ვანიშვილი პირველ შეხვედრას სომეხ ვაზგენ ტევანიანთან ჩაატარებს, თოდუა – ბელგიის ნაკრების წევრ ჯახარ ისაევიჩ გამბულატოვთან, ჯულაყიძე – რუსეთის სახელით მოჭიდავე ზაურ ტოკაევთან, სიმონია – სლოვაკ ლუბოშ კუნდრატთან, ხოლო მაჭარაშვილი – ალბანელ პარის კარეპისთან.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 11 საათიდან დაიწყება.  

 


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:23 | 30.09.2013
ჯონი (102)

stripslashes((strlen('http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html')>0?'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html':'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html'))

19:19 | 29.09.2013
elbera1 (1358)

აუ ეს ზესტა რას იტანჯება კიდე რა ვერ მოიგო თამაში?

18:51 | 29.09.2013
დროგბა (16450)

დილაც მაგრად დასუსტებულა

18:51 | 29.09.2013
bvbfann (52)

stripslashes((strlen('http://geobvb.com/siaxleebi/25-bbbbb-bbbbb-bbbbb-bbbbbb-bbbbbbbbb-bbb-bbbbbb-bbbbb-bbbbbbb.html')>0?'http://geobvb.com/siaxleebi/25-bbbbb-bbbbb-bbbbb-bbbbbb-bbbbbbbbb-bbb-bbbbbb-bbbbb-bbbbbbb.html':'http://geobvb.com/siaxleebi/25-bbbbb-bbbbb-bbbbb-bbbbbb-bbbbbbbbb-bbb-bbbbbb-bbbbb-bbbbbbb.html'))

18:50 | 29.09.2013
shotai-olimpi (2773)

ძალიან ცუდად ითამაშა რუსთავმა რას გავს ეს ??? ამ გუნდით ევროპა ლიგაზე ვერ გავალთ გუნდი ფაქტიურად არ დარბის !!

18:49 | 29.09.2013
elbera1 (1358)

იმედია დინამო ნიჩიას ითამაშებს და ტორპედო მოიგებს

18:24 | 29.09.2013
Torres9 (12692)

კარგია ზუსტად ფრე გვაწყობდა,იმედია ზესტაფონში არ წავაგებთ დღეს

0.068792