ძიუდო

0:07 | 12.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მსუბუქებმა მძიმედ დაიწყეს

ტოკიოში, სამდღიანი დიდი სლემის პირველ დღეს – 11 დეკემბერს მედლები მამაკაცთა ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდა. იაპონურ ტატამზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და შალვა ქარდავაც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ კვარცხლბეკამდე მისვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო. სამეულის შანსი ორივემ საწყის ეტაპზე დაკარგა.
პაპინაშვილი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მეორეში უნგრელ ტიბორ მაიერს იპონით სძლია, მაგრამ მერე მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ მასააკი ფუკუოკასთან იუკოთი დამარცხდა. პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო ტურნირში ქარდავაც და უმალ იპონით წააგო, მონღოლ ცაგაანბაატარ ხაშბაატართან.
სამეულები გუშინ მთლიანად აზიელევმა შეავსეს. ოქროს მედლებს ორივე წონაში იაპონელები დაეუფლნენ 60-ში კი სულაც, მასპინძლების ფინალი შედგა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 73, 81 და 90 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების სახელით კი კიმონოს მხოლოდ 81-ში მოჭიდავე ლევან წიკლაური და დავით კუპრაშვილი მოირგებენ. წიკლაური პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი ლატვიელი აიგარს მილენბერგსისა და ისლანდიელი ბირგირ ომარსობის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო კუპრაშვილი საწყის ეტაპზევე მასპინძელ კაცუში მაცუმოტოს შეხვდება.
ხვალ საქმეში ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და იოსებ მსხალაძე (ორივე +100 კგ) ჩაერთვებიან. ჟორჟოლიანი დიდ სლემს ქუვეითელი იუსეფ ალენეზით გახსნის, მეტრეველი – გერმანელი ბენჟამინ ბერლათი, ოქრუაშვილი – ლატვიელი ვლადიმირს ოსნაკსით, ხოლო მსხალაძე – ბრაზილიელი ვალტერ სანტოსით.

ოთარ მაღლაკელიძე


ძიუდო
დიდი სლემი. ტოკიო
11 დეკემბერი

60 კგ

1 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
3 ჯინ-მინ იანი (სამხრეთ კორეა)
9 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1 მასაში ებინუმა (იაპონია)
2 იო-ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
3 იონ-ჰვან ანი (სამხრეთ კორეა)
9 შალვა ქარდავა (საქართველო)





























































 
 
     
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097653