კალათბურთი

23:24 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოზე ჯინობილის გარეშე

ცნობილი გახდა არგენტინის საკალათბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

მცველები: პაბლო პრიჯიონი (ნიუ იორკი), ფაკუნდო კამპაცო (პენიაროლი), ნიკოლას ლაპროვიტოლა (ფლამენგო), სელემ საფარი (ბოკა ხუნიორსი).

ფორვარდები: ლუის სკოლა (ინდიანა), მარკოს მატა (ფრანჩა), ანდრეს ნოჩიონი (რეალი), ვალტერ ჰერმანი (ფლამენგო), ლეონარდო გუტიერესი (პენიაროლი), ტაიავეკ გალიცი (კილმესი).

ცენტრები: მატიას ბორტოლინი (რეგატას კორიენტესი), მარკოს დელია (ობრას სანიტარიასი).

როგორც ადრე ვიუწყებოდით, ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს არგენტინელთა უმთავრესი ვარსკვლავი მანუ ჯინობილი, რომელიც “სან ანტონიოში” გატარებული მძიმე სეზონის შემდეგ, რეაბილიტაციას საჭიროებს.

მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება, არგენტინელთა მეტოქეები კი ხორვატია, საბერძნეთი, ფილიპინები, პუერტო-რიკო და სენეგალი იქნებიან.

0.125619