კალათბურთი

14:39 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოსთვის სლოვენიაც გაემზადა

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების თავკაცმა იურე ზდოვცმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება. უკანასკნელი შეკრების თავზე, სლოვენიელებს ტრავმირებული ერაზემ ლორბეკი გამოაკლდათ, 19 წლის გამთამაშებელი მატიჩ რებიჩი კი თავად მწვრთნელმა დაითხოვა.

სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა: გორან დრაგიჩი (ფინიქსი, აშშ), დომენ ლორბეკი (გაზიანთეფი, თურქეთი), კლემენ პრეპელიჩი (ბანვითი, თურქეთი), იაკა კლობუჩარი (ულმი, გერმანია), ალეკსეი ნიკოლიჩი (სპარ სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), იაკა ბლაჟიჩი (ცრვენა ზვეზდა, თურქეთი), ზორან დრაგიჩი (უნიკახა, ესპანეთი), ედო მურიჩი (კრკა), მიჰა ზუპანი (უშაკ, თურქეთი), იურე ბალაჟიჩი (თოფაში, თურქეთი), ალენ ომიჩი (ოლიმპია), უროშ სლოკარი (ესტუდიანტესი, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. სლოვენიელები კი D ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ლიტვა, ავსტრალია, ანგოლა, სამხრეთ კორეა და მექსიკა ეყოლებათ.

0.117651