თამაშგარე

10:12 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენები

ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა“, ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიის სათავეში, მარია შარაპოვა მოაქცია 24,4 მილონი დოლარი შემოსავლით წელიწადში. მას ფეხდაფეხ მიჰყვება ჩინელი ჩოგბურთელი ლი ნაა 23,6 მილიონით. ამერიკელი სერენა უილიამსი კი 22 მილიონით მესამე ადგილზე იწონებს თავს.

ყველაზე მდიდარი მამაკაცი სპორტსმენი, ამერიკელი მოკრივე ფლიოდ მეივეზერია 105 მილიონი დოლარით წელიწადში. მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ არავის უთმობს 80 მილიონით. კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი 72,3 მილიონი დოლარით მესამე ადგილს იკავებს.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი 64,7 მილიონი დოლარით, და NBA - ს კალათბურთელი კობი ბრაიანტი 61,5 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ მდიდარი სპორტსმენების შემოსავლის მესამედი, სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის. სახელგანთქმულ ვარსკვლავებს, მსოფლიოს უდიდესი და ცნობილი ორგანიზაციები, თავისი პროდუქტის რეკლამირებისთვის კოლოსალურ თანხებს უხდიან.

თეგებიფორბსი
0.122405