ძიუდო

13:51 | 26.10.2013 | ნანახია 1467 - ჯერ

მსოფლიოს ტატამზე ქართული მეოთხედფინალი შედგება

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსნები ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან.

მატიაშვილი შეჯიბრში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ფრანგი ემრე სანალის მოსაგებად 21 წამი იკმარა. ზაქარიაძე კი მეოთხედფინალამდე ორი გამარჯვებით მივიდა: ჯერ უზბეკ ელიორ მაშარიპოვს მოუგო იპონით, შემდეგ კი ბოსნიაჰერცეგოვინელი ჰარუნ სადიკოვიჩი მსაჯს 4 გაფრთხილების გამო მოახსნევინა.

დღესვე საქმეში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილიც ჩაერთო, მაგრამ ჩემპიონატს პირველივე შეხვედრით გამოეთიშა – გერმანელ ლეონ შტრუბერთან ჭიდაობისას მსაჯმა ჩათვალა, რომ ქართველმა ძიუდოისტმა წესი დაარღვია და წაგებულად გამოაცხადა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:36 | 26.10.2013
judojudo111 (2)

თუშიშვილი ფეხში არ შესულა მაგრამ ფეხი გამოარტყა სჰიგნიდან ანუ ფეხებს შუა სჰეუყარა ფეხი და გამოარტყა წინ მუცელზე რო დააგდო და მაგ ილეთზე არის მოხსნა

17:25 | 26.10.2013
ქართული_ძიუდო (483)

თქვენ რასაც ამბობთ, ეგ უჩიმატას ჰგავს და არ არის აკრძალული. ლიპარტელიანი სულ მაგ ილეთით არ იგებს? იქნებ უკეთესად ამიხსნათ, რას გულისხმობთ

15:16 | 26.10.2013
luxuta (88)

15:04 | 26.10.2013 paata68 (913) აბსოლუტურადმ გეთანხმები ვინმე ყოფილი ძიუდოისტი ან მსაჯი არ ხართ აგვიხსენით რა მოხდა?

15:04 | 26.10.2013
paata68 (985)

20-ჯერ მაინც ვუყურე და ვერაფერი დავინახე. ქართველი რომაა იმიტომ არვამბობ დედს ვფიცავარ. არავინაა კომპეტენტური რომ ახსნას თუშიშვილის მოხსნის ამბავი? იქნებ ფედერაციიდან გავიგოთ რამე. რა გარანტირებული ფინალისტი დავკარგეთ((((((
იქ გასაგებია ძინავთ ფედერაციის წარმომადგენლებს. იქნებ თბილისში ვინმეს მივაწვდინოთ ხმა.

14:40 | 26.10.2013
ალექსანდრე (6188)

საღამოს 7-ზე დაიწყება

14:38 | 26.10.2013
luxuta (88)

ვუყურე თუშიშვილის ჭიდაობას ვინმემ იქნებ ახსნას რატომ ჩაუთვალეს წაგება!

14:39 | 26.10.2013
ალექსანდრე (6188)

არ ჩანს რა მოხდა

14:33 | 26.10.2013
arsenal-14 (2185)

როდისაა მეოთხედფინალი?

14:35 | 26.10.2013
ალექსანდრე (6188)

მორჩა მეოდხედფინალი. წინ ნახევარფინალია, ცოტახანში დავწერ

14:29 | 26.10.2013
ალექსანდრე (6188)

კრივობოგოვთან თუ არ წაგვაგებინეს კიდევ...

14:24 | 26.10.2013
I.Arqania (558)

ეს რა პონტია ორი ქართველი ერთ ბადეში

14:05 | 26.10.2013
arsenal-14 (2185)

ლინკი დადეთ რა ვისაც გაქვთ. თუშიშვილს რაზე წააგებინეს ვინც უყურა მითხარით რა.. გაგვიჩალიჩეს?

0.156409