ძიუდო

21:06 | 1.09.2013 | ნანახია NaN - ჯერ

მსოფლიოს ფინალი: საქართველო - რუსეთი

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს და რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა საფრანგეთისა (3:2) და მონღოლეთის (4:1) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში უზბეკეთს 4:1 მოუგო.

წინა ეტაპების მსგავსად, პირველ წონით კატეგორიაში – 66 კილოგრამში ისევ ქართველთა მეტოქე დაწინაურდა – ლაშა შავდათუაშვილი რიშოდ სობიროვთან სუფთა გდებით დამარცხდა. საერთო ანგარიში ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) გაათანაბრა, მირალი შარიპოვისთვის ოქროს დროში შესრულებული იუკოთი. ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) იახიო იმამოვს ორ წუთში მოუმთავრა საქმე, ისევე, როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ერხინ დონიოროვს.

ფინალის საგზური უკვე მოპოვებული იყო, მაგრამ მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა უმოტივაციო შეხვედრაც ბრწყინვალედ ჩაატარა და საიდ ყურბანოვი პირველსავე წუთზე გააკრა ტატამს.

რუსეთმა ფინალის გზაზე კოლუმბია (5:0), კუბა (5:0) და სამხრეთ კორეა (4:1) დაამარცხა.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათიდან დაიწყება GMG სპორტის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. პირდაპირ ტრანსლაციას ასევე ვებ –გვერდი www.ippon.tv აწარმოებს.



კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 03.12.2014
braziliano84 (1301)

იმედია დაიტოვებენ და მიეცემა თამაშის შანსი...

18:29 | 02.12.2014
xixata (156)

რამდენმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა გუნდის ძებნაში,სამწუხაროა.

17:51 | 02.12.2014
Depor (35)

ააშენებს ქვეყანას

15:03 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.06328