ფეხბურთი

14:09 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებები

 

ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ვრცელდება. Football Finance-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა, 2014 წლის მუნდიალის 10 ყველაზე ძვირადღირებული ნაკრების სია გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს შემადგენლობები არ დაუსახელებიათ, სტატისტიკური მონაცემები განისაზღვრა სავარაუდო შემადგენლობების ფეხბურთელთა საერთო სატრანსფერო ღირებულებებით და აგრეთვე განისაზღვრა თითოეული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

საუკეთესო ათეულში 7 ევროპული და 3 ლათინოამერიკული გუნდი მოხვდა.

1. ესპანეთი - 763 624 500 მილიონი ევრო, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა.

2. გერმანია - 644 609 150 მილიონი ევრო, მესუთ იოზილი.

3. არგენტინა - 596 727 830, ლიონელ მესი.

4. ბრაზილია - 580 500 250, ნეიმარი.

5. იტალია -  500 983 450, კლაუდიო მარკისიო.

6. ბელგია - 489 732 375, ედენ აზარი.

7. ინგლისი - 451 423 500, უეინ რუნი.

8. კოლუმბია - 332 830 210, რადამელ ფალკაო.

9. ჰოლანდია - 283 091 425 , რობინ ვან პერსი.

10. რუსეთი - 278 861 000, ალექსანდრ კოკორინი.

 

გიორგი ბალახაძე

0.113555