ჩოგბურთი

21:36 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან სპორტსმენთა სიაში 11 ჩოგბურთელია

 ცნობილმა ანალიტიკურმა კომპანია “ბლუმბერგმა”, ყველაზე გავლენიან სპორტსმენთა ასეული შეადგინა - Sportfolio Power. ამ სიაში 11 ჩოგბურთელი მოხვდა - როჯერ ფედერერი (5), ნოვაკ ჯოკოვიჩი (6), სერენა უილიამსი (12), მარია შარაპოვა (20), რაფაელ ნადალი (22), ენდი მარეი (31), ვიქტორია აზარენკა (32), ვინუს უილიამსი (57), პეტრა კვიტოვა (79), კაროლინ ვოზნიაცკი (80) და აგნეშკა რადვანსკა (89). სიის სათავეში კი, კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახლავთ.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა სპორტული მიღწევები, ასევე სპორტული არენის მიღმა მიღწეული წარმატებები (სარეკლამო პოტენციალი, დამატებით შემოსავლები, აქტიურობა სოციალურ ქსელებში და პოპულარობა).

 

 

 

0.117518