ფეხბურთი

16:10 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონმა ზილერმა "ჰანოვერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ რონ-რობერტ ზილერმა, "ჰანოვერთან" კონტრაქი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

ზილერს გერმანულ კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მართალია, 25 წლის მეკარეს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ერთი წუთითაც არ უთამაშია, მაგრამ ჩემპიონი ჩემპიონია.

"ჰანოვერმა" ზილერი 2010 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაიმატა. 4 სეზონის განმავლობაში გერმანელმა 149 მატჩი ჩაატარა და 220 გოლი გაუშვა.

გიორგი ბალახაძე

0.123001