კალათბურთი

22:43 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯთა კავშირმა ქართველ არბიტრებს ტესტირება და გამოცდები ჩაუტარა

საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირმა არბიტრებს ტესტები და გამოცდები ჩაუტარა. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ქართველმა მსაჯებმა ფიბა-ს სტანტარტების შესაბამისი ფიზიკური ტესტები ჩააბარეს, რის შემდეგაც მათ კალათბურთის ფედერაციის ოფისში წერილობითი გამოცდები ჩაუტარდათ.

ტესტებში მონაწილეობა მიიღეს როგორც ფიბა-ს, ისე ეროვნული კატეგორიის მსაჯებმა. 5 საერთაშორისო არბიტრის ფიზიკური ტესტები ფირზე იქნა ჩაწერილი, რომელიც ფიბა-ევროპაში გადაიგზავნება. კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ მისი ლიცენზიის მქონე მსაჯებმა სეზონში ორჯერ აღნიშნული ტესტირება გაიარონ.

ფიბა-ს ხუთივე ქართველმა მსაჯმა – მაკა კუპატაძემ, ზაზა მაჩალაძემ, დავით ბერეკაშვილმა, ირაკლი ბერიშვილმა და დავით ბერიშვილმა ტესტები წარმატებით ჩააბარა. ეროვნული კატეგორიის არბიტრთა უმეტესობამაც წარმატებით დაძლია ფიბა-ს სტანდარტები ფიზმომზადებაში.

წარმატებული გამოდგა წერილობითი ტესტებიც, სადაც არბიტრებმა მსაჯთა კავშირის მიერ შედგენილი სპეციალური საგამოცდო კითხვარები შეავსეს.

www.gbf.ge

0.11229