დღეს, საკალათბურთო აკადემიაში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მსაჯების ტესტირება ჩატარდა, რის შემდეგაც ქართველმა არბიტრებმა ფედერაციაში თეორიული, წერითი გამოცდები ჩააბარეს.
ეს გახლდათ ტრადიციული, წინასასეზონო ტესტირება და გამოცდები, რომლებშიც მონაწილეობა როგორც ეროვნული კატეგორიის, ასევე ფიბა-ს არბიტრებმა მიიღეს.
ამავდროულად, საერთაშორისო კატეგორიის მქონე არბირტებმა, რომლებსაც ფიბა-ს ყოველწლიური ტესტები არ ჰქონდათ ჩაბარებული, შემთხვევით ისარგებლეს და ნორმატივები დღეს ჩააბარეს.
ტესტირებას და გამოცდებს ფიბა-ს არბიტრი, საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ინსტრუქტორი, მაკა კუპატაძე და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი უძღვებოდნენ. მსაჯთა უმეტესობამ ტესტებიც მაღალ დონეზე ჩააბარა და თეორიული გამოცდებიც.
www.gbf.ge