იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების (უფროსი, გიორგი კიკაჩეიშვილი) ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს მსაჯთა განმეორებითი ტესტები ჩატარდა. ტესტირებაში სულ 11 მსაჯი მონაწილეობდა, ანუ ისინი, ვინც მარტის დასაწყისში, ქუთაისში ,,ცენტრალურ” სტადიონზე გამართულ ფიზიკურ ტესტირებაში ნორმატივის ჩაბარება ვერ მოახერხა.
ტესტირება ამჯერადაც ქუთაისის ..ცენტრალურზე” ჩატარდა. 11 მონაწილიდან, ნორმატივის ჩაბარება მხოლოდ ხუთმა მსაჯმა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ თავის გამოჩენა, უმთავრესად, ახალგაზრდებმა შეძლეს.
ამის შემდეგ, მონაწილეებმა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციაში გადაინაცვლეს, სადაც თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, საპროექციო ეკრანზე ვიდეოჩვენება მოეწყო, რომელიც სამ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველში თამაშის დროს არბიტრის პოზიციის შერჩევა განიხილებოდა. მეორეში – ასისტენტების, ხოლო მესამეში, თემიდის მსახურთა გუნდურ მუშაობაზე იყო ყურადღება გამახვილებული.