ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის გუნდში, “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს არ უნდა ველოდოთ.
“ზლატანი “ჩელსიში” ეს შეუძლებელია. ის ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს. პსჟ-ს ხელმძღვანელობა იბრაჰიმოვიჩს არ დათმობს. გუნდი მყავს, მაგრამ თავდამსხმელი აშკარად მაკლია. ფალკაო “ჩელსიში” არაა. კოლუმბიელი ის ფეხბურთელი არაა, რომელიც მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე თამაშს შეძლებს. “მონაკო” ის კლუბია, რომელშიც ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ.
აზარი? ის ჩვენი ფეხბურთელია და გვინდა, აქ კიდევ 10 წელიწადი გაატაროს. გუნდი მის გარშემო უნდა ავაწყოთ”, - განაცხადა მოურინიომ.