ფეხბურთი

11:12 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ “ლივერპულის” საჩემპიონო შანსზე ისაუბრა

პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მოურინიუს აზრით, პრემიერლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი “ლივერპულია”. “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერსისაიდელებს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა აქვთ, რადგან ევროტურნირებზე თამაში არ მოუწევთ.

“ვფიქრობ, “ლივერპულს” ჩემპიონობა შეუძლია. გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს, პრემიერლიგის გარდა სხვა ტურნირებზე ძალების გადანაწილებაც არ დასჭირდება. “ჩელსის” ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში 60 თამაშის ჩატარება უწევთ. ლივერპულელებს – მხოლოდ 40-ის” – განაცხადა მოურინიუმ.

 

 

0.138262