ფეხბურთი

10:23 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „შედეგით კმაყოფილი ვარ“

 ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ თავისი შეგირდები შეაქო. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და მსაჯობის შეფასებისგან კი თავი შეიკავა.

„ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა ეს ფრე უპირატესობა საშინაო შეხვედრაში - ციტირებს AS მოურინიუს სიტყვებს - ფინალის საგზურის ბედი ორი შეხვედრის საერთო შედეგით წყდება და ერთი თამაშის შემდეგ შანსებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. არ ვისაუბრებ მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელების კლასზე. მხოლოდ ჩემს მოთამაშეებს შევაფასებ, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას. კარგი თამაში ჩავატარეთ და შედეგითაც კმაყოფილები ვართ“.

პორტუგალიელ სპეციალისტს „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს მიერ გაკეთებული  კომენტარის თაობაზეც ჰკითხეს:

- სიმეონემ თქვა, რომ თქვენ საკუთარ თავთან შედარებით უფრო მაღალი დონის მწვრთნელად გთვლით...

- არ ვეთანხმები. ვფიქრობ სამართლიანი ვერაფრით იქნება იმ სპეციალისტების შედარება, რომელთა სამწვრთნელო გამოცდილებაშიც 15-წლიანი განსხვავებაა. ასეთი შეფასების მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ არ ვეთანხმები.

0.116294