ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. პორტუგალიელი სპეციალისტი „სანდერლენდთან“ მატჩის (0:1) შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო დასაჯეს. მოურინიუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი მსაჯი მინდორზე შოუს მოსაწყობად იყო გასული და ეს შეძლო კიდეც, ამასთან პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელ მაიკ რაილისაც გადაუხადა მადლობა ლიგაში ინტრიგის შენარჩუნებისთვის.
შეგახსენებთ, ამ შემთხვევამდე ცხრა დღით ადრე ჟოზე მოურინიუ არასპორტული საქციელის გამო რვა ათასით დააჯარიმეს.