ფეხბურთი

21:09 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: “ფეხბურთელი რომ ვიყო, პრემიერლიგას არ დავტოვებდი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას უთხრა, რომ კარგად ესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც “რეალსა” და “ბარსელონაში” მოხვედრაზე ოცნებობენ.

“თუკი კარგი თავდამსხმელი ხარ და “რეალში” ან “ბარსელონაში” თამაშობ, სეზონში 50 გოლის გატანა გაცილებით ადვილია. ამ გუნდების მაისურის მორგება უამრავი ფეხბურთელის ოცნებაა და მათ გასაკრიტიკებლად სიტყვას ვერ ვიტყვი. მეც მქონდა “რეალში” მუშაობის ინსტინქტი, ოღონდ მწვრთნელის რანგში, მაგრამ ფეხბურთელი რომ ვიყო, პრემიერლიგას ალბათ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებდი” – განაცხადა მოურინიუმ.

0.118067