მადრიდის “რეალის” თავკაცი ჟოზე მოურინიო კლუბში დასარჩენად მზადაა, მაგრამ თავისი მოთხოვნები აქვს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც, სამუშაო ადგილს გამოიცვლის. Punto Pelota-ს ცნობით, პორტუგალიელმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებს შეუთავლა, ან მე დავრჩები, ან იკერ კასილიასი და სერხიო რამოსიო.
მოურინიოს სურს, რომ “რეალმა” ორივე მათგანი ტრანსფერზე დააყენოს. მოგეხსენებათ, კასილიასი და რამოსი მადრიდელი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელები არიან და რამდენად დათანხმდება კლუბი მათ გაყიდვას, ძნელი სათქმელია.
ჯერჯერობით, “რეალის” ხელმძღვანელები კომენტარს არ აკეთებენ.