50 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო იდაყვის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული და მას ოპერაცია ჩაუტარდება.
Guardian-ის ცნობით, “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს თავი ბავშვობის ტრავმამ შეახსენა. რა ვითარებაში, ჯერჯერობით უცნობია.
ინგლისელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ოპერაცია მოურინიოს მუშაობაში ხელს არ შეუშლის და იგი გუნდს “სტოკთან” 26 იანვარს გასამართ სათასო შეხვედრაში უხელმძღვანელებს.