ფეხბურთი

13:05 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ეტო’ოს იმედი აქვს

ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ ტრავმირებული ფორვარდი სამუელ ეტო’ო “პარი სენ-ჟერმენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში თამაშს შეძლებს.

“ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ეტო’ო პსჟ-ს წინააღმდეგ. იმედი მქონდა, რომ სამუელი “სტოკთან” მატჩის განაცხადში მოხვდებოდა და მოედანზე 15-20 წუთს გაატარებდა, მაგრამ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. კვირას, მას არ უვარჯიშია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ეტო’ო პსჟ-სთან მატჩის განაცხადში შევიყვანო. სერიოზული მიზეზია საჭირო იმისთვის, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობა გარისკო. 2 ბურთის გატანა გვმართებს და ყველა ის ფეხბურთელი მჭირდება, ვისაც შეტევის გამწვავება შეუძლია”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანულ პრესას.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” პსჟ-ს სამშაბათს უმასპინძლებს. პირველ მატჩში, პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114443