ფეხბურთი

18:26 | 9.06.2013 | ნანახია NaN - ჯერ

მოურინიოს ალონსოს წაყვანა სურს

ლონდონის “ჩელსის” ახლადდანიშნული თავკაცი ჟოზე მოურინიო “სტემფორდ ბრიჯზე” თავის ყოფილ შეგირდს – ჩაბი ალონსოს ეპატიჟება. The Telegraph-ის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 31 წლის ესპანელის ტრანსფერია.

მოგეხსენებათ, ალონსოს ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მადრიდის “რეალის” შუახაზელმა “ლივერპულში” 5 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც, 2009 წელს, “სანტიაგო ბერნაბეუს” მიაშურა. მადრიდელთა მაისურით, ალონსომ 132 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ “ჩელსის” გარდა, ალონსოს “მილანიც” ეპატიჯება. ნახევარმცველის სანაცვლოდ, “როსონერი” “რეალს” 15 მილიონ ევროს სთავაზობს.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 21.01.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

14:03 | 21.01.2016
cicerona (436)

ქართული წარმოსობის რუსეთის წარმომადგენელია წიკლაური და არა რუსი

0.07201