ფეხბურთი

22:00 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ სკოლარის შეცვლა იუარა

ესპანური Marca-ს ცნობით, ჟოზე მოურინიომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოურინიოს აგენტს, ხორხე მენდესს დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ამის მიზეზი ისაა, რომ პორტუგალიელს საკლუბო ფეხბურთში მუშაობის გაგრძელება სურს. თუმცა, “განსაკუთრებული” არ გამორიცხავს, რომ ოდესმე ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.

0.136178