ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაიცვა. კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელს კრიტიკის ქარ-ცეცხლი გერმანიის ნაკრებთან მუნდიალის ფინალური მატჩის (0:1) შემდეგ დაატყდა.
“მესის კრიტიკას არ ვუერთდები. როცა იგებს, მისი შექება ადვილია, მაგრამ თუ მარცხდება, ეს ხოტბის შესხმა ყველასთვის რთული ხდება. იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთელი იყო, მსოფლიოს ჩემპიონობა აუცილებელი სულაც არაა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც მესიმ უკანასკნელ ათწლეულში მიაღწია”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ მესი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.