ფეხბურთი

23:58 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენცია დატოვა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე, “სტიაუასთან” მატჩის წინ გამართული პრესკონფერენცია ნაადრევად დატოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ პორტუგალიელი ჟურნალისტის მიერ კევინ დე ბრეინეს შესახებ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ დატოვა მოურინიომ დე ბრეინი განაცხადს მიღმა, რაზეც “განსაკუთრებულმა” შემდეგი პასუხი გასცა: “ეს ფანტასტიკაა. არავინ მეკითხება მატას შესახებ. ამ ფეხბურთელზე 3 კვირის განმავლობაში საუბრობდით, ახლა კი კევინზე ლაპარაკობთ.

თქვენ კითხვებს მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე მისვამთ, რომლებიც არ თამაშობენ. გადაწყვეტილებას მე ვიღებ. მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი გადის და ჩემი გადასაწყვეტია, ვინ მოხვდება ამ თერთმეტეულში.

შეცდომები დამიშვია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი პატიოსანი. პატიოსანი ვიყავი მატასთან მიმართებაშიც. მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშების დროს. რაც შეეხება კევინს, “სუინდონთან” მატჩში მისი თამაში არ მომეწონა, ისევე, როგორც მისი დამოკიდებულება ვარჯიშებისადმი.

თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ თამაშობენ. ხვალამდე.” – ამ სიტყვების შემდეგ, მოურინიომ პრესკონფერენცია დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120508