ფეხბურთი

18:07 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ ივანოვიჩი ჯილდოს მისაღებად არ გაუშვა

სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი, ქვეყნის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილ პრიზს პირადად ვერ ჩაიბარებს.

ამის შესახებ სერბეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ტომისლავ კარაჯიჩმა განაცხადა.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის ჩამოსულიყო. დაუკავშირდით ჩვენს მეგობრებს, რომ დაგვთანხმებინა, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა. მიზეზი ისაა, რომ მოურინიო უკმაყოფილოა “ჩელსის” თამაშით, რომელიც მის მოლოდინს ვერ ამართლებს. ბრანისლავის მაგივრად ჯილდოს მისი მეუღლე და მამა მიიღებენ” – თქვა კარაჯიჩმა.

ივანოვიჩი, რომელიც სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორე გახდა, ლონდონიდან ვიდეოკავშირის საშუალებით ჩაერთვება და გალა წარმოდგენაზე მყოფთ ისე მიმართავს.

0.126493