ფეხბურთი

20:41 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ აზარი განაცხადში დააბრუნა

ედენ აზარი “ვესტ ბრომვიჩთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა. ჟოზე მოურინიომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიიჩნია, რომ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი საკმარისად დაისაჯა.

აზარმა “შალკესთან” გამართული საჩემპიონთალიგო თამაში გამოტოვა, რისი მიზეზიც მის მიერ ვარჯიშის გაცდენა იყო.

“ედენს სასჯელზე სწორი რეაქცია ჰქონდა. მან ჩემი და კლუბის წინაშე ბოდიში მოიხადა. რა თქმა უნდა, ბოდიში არ მივიღეთ, მაგრამ ეს ინციდენტი უკვე წარსულს ჩაჰბარდა. აზარი განაცხადშია და ის სათამაშოდ მზადაა.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

0.112184