ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, “ტოტენჰემთან” ფრედ (1:1) დასრულებული პრემიერლიგური მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარის დიდი ნაწილი, ნახევარმცველ ხუან მატას ქებას დაუთმო. ესპანელი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.
“როგორ უნდა დაამტკიცოს ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები, ამის ბრწყინვალე მაგალითი ხუან მატაა. მან “სუინდონთან” მატჩიც ბრწყინვალედ ჩაატარა. დღეს კი, ერთ ტაიმში მოახერხა მთლიანად გუნდის თამაშის შეცვლა. ძალიან კმაყოფილი ვარ და შემიძლია წინასწარვე გაგიმხილოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “სტიაუასთან”, მატა ძირითად შემადგენლობაში იქნება”, – განაცხადა მოურინიომ.