ფეხბურთი

20:18 | 9.09.2014 | ნანახია 0 - ჯერ

მოურინიო ვუნდერკინდით დაინტერესდა

 

ჟოზე მოურინიოს ინტერესში ახალგაზრდა ირლანდიელი მოექცა. ბრიტანული ვებგვერდის “მეტროს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვუნდერკინდად მიჩნეული ჯეკ გრელიში შესაძლოა “არისტოკრატთა” შემადგენლობაში ჩაირიცხოს, თუმცა ამ ეტაპზე, დახურული სტრანსფერო ფანჯრის ფონზე გუნდებს შორის მოლაპარაკებამ დროებით აზრი დაკარგა და შეწყდა.

ირლანდიელი ფეხბურთელი “ასტონ ვილას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. გასულ სეზონში პოლ ლამბერტმა გრელიში პრემიერლიგის რამდენიმე შეხვედრაში გამოსცადა, ჯეკი დრო და დრო ძირითად გუნდს გაუშინაურდა და მის მიმართ ინტერესი გაჩნდა.

ამპლუით ნახევარმცველი გრელიში თამაშობდა ირლანდიის 17 და 18-წლამდელთა ნაკრებებში, ხოლო ამჟამად ახალგაზრდული გუნდის წევრია.

დიმა შარიქაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064593