ფეხბურთი

17:33 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ვენგერით და “არსენალით” აღფრთოვანებული ვარ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “არსენალსა” და მის მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს აქებს. ეს განცხადება პორტუგალიელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვენგერმა “არსენალს” მე-1000 მატჩში უთავკაცა.

“ვენგერით აღფრთოვანებული ვარ, ისევე, როგორც “არსენალით”. შეუძლებელია ათას მატჩიან ნიშნულს მიაღწიო, თუ ფანტასტიკურ გუნდში არ მუშაობ, რომელშიც მწვრთნელს მხარს უჭერენ.

შემიძლია თუ არა ერთ გუნდს 1000 თამაშში ვუთავკაცო? მინდა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან ძნელია. კარგი იქნება, თუ “ჩელსის” მწვრთნელი 500 მატჩში მაინც ვიქნები.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

 

0.115642