ფეხბურთი

23:01 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ტურეს დისკვალიფიკაციის მომხრეა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტს “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, იაია ტურეს დასჯა მართებს.

“ნორვიჩთან” გამართულ მატჩში, იაია ტურემ რიკი ვან ვოლფსვინკელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მაგრამ შეხვედრის მთავარ არბიტრს, ჯონათან მოსს ეს ეპიზოდი ყურადღების მიღმა დარჩა. ფეხბურთის ასოციაციაში მომხდარის შესწავლა დაიწყეს და გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ტურემ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცი მიიღოს.

“თუ ასოციაცია ფეხბურთს იცავს, ტურემ დისკვალიფიკაცია უნდა მიიღოს.

ყველა მოთამაშე გრძნობს, რომ თუ მსაჯი ვერ ხედავს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფიქსირდება კამერაზე, მთავარია მსაჯმა ვერ დაინახოს.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

0.123983